20:26 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს
ევროკავშირი ამერიკასთან სავაჭრო მოლაპარაკებას იწყებს

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

12 აპრ 2019სხვა

 

დილა მშვიდობის

 

ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა მიიღეს გადაწყვეტილება, დაიწყონ ოფიციალური სავაჭრო მოლაპარაკება აშშ-სთან, ინფორმაციას Reuters ავრცელებს. ევროკავშირის მიზანია, მიაღწიოს იმპორტის გადასახადების შემცირებას საწარმოო საქონელზე და გაუმარტივოს ევროპულ კომპანიებს ამერიკის ბაზარზე მოხვედრის საშუალება, რაც გულისხმობს როგორც ფინანრუსი ტვირთის შემცირებას, ასევე სტანდარტების დაკმაყოფილების გამარტივებას. ცნობილია, რომ სავაჭრო მოლაპარაკების მანდატის დამტკიცების წინააღმდეგ გამოდიოდა საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი, რომელსაც მიაჩნია, რომ ევროკავშირმა არ უნდა დაიწყოს მოლაპარაკება აშშ-სთან იქამდე, სანამ ამერიკა კლიმატის შესახებ პარიზის შეთანხმებაში არ დაბრუნდება.

საქართველოში ტექსტილისა და ავეჯის მწარმოებელი კლასტერების შექმნის შესახებ კვლევის შედეგები განიხილეს დღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, რომლებიც ევროკავშირისა და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) წარმომადგენლებმა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს გიორგი ქობულიასა და სამინისტროს სხვა ხელმძღვანელ პირებს გააცნეს. შეხვედრას ასევე დაესწრო ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი და სავაჭრო - სამრეწველო პალატის პრეზიდენტი ნინო ჩიქოვანი.

Facebook-ზე გავრცელდა ვიდეო, რომელშიც უკრაინის მოქმედი პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრეზიდენტობის კანდიდატი ვლადიმირ ზელენსკი პროგრამა „უფლება და ძალაუფლების“ პირდაპირ ეთერში კამათობენ, ტელეარხ „1+1-ის“ ეთერში. ისინი ტელეფონით საუბრობენ. პოროშენკომ ზელენსკის სტუდიაში მისვლა და დეპატების გამართვა შესთავაზა, თუმცა ზელენსკიმ მიუგო, რომ ეს შეუძლებელია, რადგან ის საფრანგეთში იმყოფება, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან შესახვედრად. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ პოროშენკომ ეს მშვენივრად უნდა იცოდეს, რადგან მას СБУ-ს ავტომობილები „აცილებდნენ“. პირველ ტურში გამარჯვებულმა პოლიტიკოსმა კვლავ გაიმეორა, რომ დებატები 19 აპრილს გაიმართება.

შვეიცარიის ქალაქ ჟენევაში მიმდინარე საინფორმაციო საზოგადოების მსოფლიო სამიტის ყოველწლიური ფორუმის ფარგლებში, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ლაშა მიქავამ Google - ის ინჟინერიის დირექტორს სარა კლატერბაქს შეხვდა. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ Google - ის მიერ მთელი რიგი სერვისების გაუმჯობესების მიუხედავად, ქართველი ინტერნეტ-მომხმარებლებისთვის ჯერ ისევ ხელმიუწვდომელია ცალკეული აპლიკაციები, რომელთა ჩამოტვირთვაც შემოვლითი გზებით და ხშირად არც ისე უსაფრთხოდ ხორციელდება. ასევე ყურადღება გამახვილდა ისეთ სერვისებზე, როგორიცაა google pay, google maps და სხვ., რომლებიც საქართველოში არასრულადაა ხელმისაწვდომი.

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა Twitter-ზე გამოკითხვა ჩაატარა. აღმოჩნდა, რომ ადამიანთა უმეტესობის აზრით, 5 წლის შემდეგ ისინი საყოფაცხოვრებო ანგარიშსწორებებისთვის ძირითადად კრიპტოვალუტას გამოიყენებენ. სავალუტო ფონდის მიერ ორგანიზებულ გამოკითხვაში მონაწილეობა სოციალური ქსელის 22 ათასზე მეტმა მომხმარებელმა მიიღო. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ისინი სავალუტო ფონდის ოფიციალური გვერდის გამომწერები არიან, რაც ნიშნავს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა ეკონომიკური საკითხებით დაინტერესებული პიროვნებაა. 57% მიიჩნევს, რომ გადახდის მთავარი ფორმა 5 წლის შემდეგ კრიპტოვალუტები იქნება, 28% ფიქრობს, რომ ანგარიშსწორებები მობილური ტელეფონებით მოხდება, 8%-ს მიაჩნია, რომ შენარჩუნდება საკრედიტო ბარათების გამოყენების პრაქტიკა, ხოლო 7%-ს სჯერა, რომ ანგარიშსწორების წამყვანი ფორმა კვლავ ნაღდი ფული იქნება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...