23:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
კოენ დევიდსი: საქართველოს აქვს ძალიან კარგი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით
დილა მშვიდობის

სიახლეები

ნავთობის ფასი ზრდას განაგრძობს

 

მიმდინარე წლის დასაწყისიდან დღემდე ნავთობის ფასი  ლონდონის Inter ContinentalExchange Futures Europe სანავთობო ბირჟაზე გაზრდილია საშუალოდ 14,4  დოლარით/ბარელზე ანუ 25,1%-ით და დღეისათვის შეადგენს 71,73 დოლარს/ბარელზე. განსაკუთრებით ფასების მკვეთრი მატება ფიქსირდება აპრილის თვის დასაწყისიდან.

 

ფასების ზრდას განაპირობებს მიმდინარე ეტაპზე რამოდენიმე ფაქტორი. მათ შორის, შეერთებული შტატების მიერ ირანისა და ვენესუელის მიმართ დაწესებული სანქციები, რამაც კონკრტული შედეგები უკვე გამოიღო კერძოდ, ირანში შემცირებულია ნავთობის ყოველდღიური მოპოვება  3,33 მლნ/ბარელიდან (ოქტომბრის თვე) - 2,71 მლნ/ბარელამდე (მარტის თვე), ხოლო ვენესუელაში  1,19 მლნ/ბარელიდან (ოქტომბრის თვე) – 890 ათასი/ბარელამდე (მარტის თვეში). ასევე ბოლო პერიოდში ლივიაში არსებული კონფლიქტური სიტუაცია და  „ოპეკი +“-ის შეთანხმება ნავთობის მოპოვების კვოტების  შემცირებასთან დაკავშირებით, რომელიც  საპროგნოზოზე მაღალი მაჩვენებლით სრულდება.

 

რაც შეეხება საერთაშორისო ფასებს ნავთობპროდუქტებზე  S&P Global Platts-ის მიხედვით, რომლის მიხედვითაც ხორციელდება საქართველოში საწვავის იმპორტი, ის ნავთობის ფასის ზრდის პარალელურად  იზრდება. კერძოდ,ბენზინის  ფასი წლის დასაწყისიდან გაზრდილია დაახლოებით 214,75$-ით/ტონაზე ანუ 45,4%-ით 688,0 დოლარამდე/ტონაზე, ხოლო დიზელის  ფასი გაზრდილია დაახლოებით 114,5$-ით/ტონაზე ანუ 22,6%-ით 620,50 დოლარამდე/ტონაზე.

 

აღსანიშნავია ასევე საქართველოს ეროვნული ვალუტის -ლარის  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში, რომელთანაც პირდაპირ კავშირშია საცალო ქსელში არსებული საწვავის ფასი. კერძოდ, წლის დასაწყისში ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენდა 2,6727 ერთეულს და დღეისათვის მისი  გაცვლითი კურსი დოლართან მიმართებაში შეადგენს 2,6912 ერთეულს.

 

რაც შეეხება საქართველოს საწვავის საცალო ქსელს, წლის დასაწყისიდან საწვავის ფასი შემცირებულია ბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საშუალოდ 15-20 თეთრით ლიტრაზე. კერძოდ, დღეისათვის საწვავის საშუალო საცალო ფასები საქართველოს  ქსელში ბრენდირებულ გასამართ სადგურებზე შეადგენს: რეგულარი ტიპის ბენზინი - 2,22-2,32 ლარი/ლიტრაზე, პრემიუმი ტიპის ბენზინი - 2,32-2,42 ლარი/ლიტრაზე, სუპერი ტიპის ბენზინი - 2,43-2,52 ლარი/ლიტრაზე, ევრო დიზელის საწვავი - 2,49-2,62 ლარი/ლიტრაზე.

 

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული