01:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
IMF-ის გამოკითხვა: ადამიანებს მიაჩნიათ, რომ 5 წელიწადში ყველა ანგარიშსწორება კრიპტოვალუტებით მოხდება
კოენ დევიდსი: საქართველოს აქვს ძალიან კარგი წინსვლა ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიმართულებით

სიახლეები

მამუკა ბახტაძე - მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად ჩვენს მოქალაქეებს საზღვარგარეთ წასვლა აღარ მოუწევთ

 

მაღალტექნოლოგიური კვლევების ჩატარება საქართველოშიც იქნება შესაძლებელი, - სერვისს მოქალაქეებს მულტიპროფილური ლაბორატორია „მეგალაბი" სთავაზობს, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ გახსნა.


მთავრობის მეთაურის შეფასებით, მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული ტიპის კვლევების ჩასატარებლად, საქართველოს მოქალაქეებს სხვა ქვეყნებში წასვლა აღარ მოუწევთ.
 

ამასთან ერთად, პრემიერი მიესალმება იმ ფაქტს, რომ „მეგალაბი" მომავალ სპეციალისტებს პრაქტიკის გავლის საშუალებასაც აძლევს. მამუკა ბახტაძემ პროექტის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის ყველას მადლობა გადაუხადა.
 

„ამ პროექტს ჩვენთვის, ბევრი მიზეზის გამო აქვს დიდი მნიშვნელობა. პირველი გახლავთ ის, რომ ჩვენი მოქალაქეებისთვის მსგავსი ტიპის კვლევები და ტესტები უფრო ხელმისაწვდომი გახდება. რა თქმა უნდა, მას აქვს უზარმაზარი ეკონომიკური ეფექტი. რამდენიმე  ათეული მილიონი დოლარი გადიოდა ქვეყნიდან იმის გამო, რომ საქართველოში არ გვქონდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა და ამასთან ერთად აღნიშნული პროექტი წარმოადგენს ჩვენი ხედვის ნაწილს, რომ სწორედ საქართველო უნდა გახდეს რეგიონისთვის ეკონომიკური ცენტრი.საქართველომ უნდა გაზარდოს საექსპორტო შესაძლებლობები, განსაკუთრებით ტურიზმის მიმართულებით და მსგავსი ინფრასტრუქტურა ამაში ძალიან დაგვეხმარება. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ ეს დაწესებულება მიიღებს აკრედიტაციას წამყვანი ქვეყნებისგან, რაც ავტომატურად ნიშნავს იმას, რომ ამ ლაბორატორიაში ჩატარებულ თითოეულ ტესტს განსაკუთრებული ვალიდურობა ექნება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
 

კავკასიის რეგიონში ყველაზე დიდი მულტიპროფილური ლაბორატორია  „მეგალაბი", წელიწადში 6 მილიონამდე ტესტის კვლევას განახორციელებს. ლაბორატორია უახლესი სამედიცინო ტექნიკითაა აღჭურვილი და მაქსიმალური სიზუსტით უზრუნველყოფს დიაგნოსტირებას. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...