01:07 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იტალიის მთავრობამ საქართველოს 2 მილიონი ევრო გამოუყო
პოლიციამ ზესტაფონში ქურდული სამყაროს აქტიური წევრი, კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა

სიახლეები

მარიამ ქვრივიშვილი: ვაგრძელებთ ცნობადობის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით National Geographic-ის,  Forbes-ის, Vogue-ის,  Cosmopolitan-ის ჩეხური რედაქციების წარმომადგენლებისა და სხვა წამყვანი მედიასაშუალებების ჟურნალისტებისთვის პრეს-ტური გაიმართა.

 

ჟურნალისტებმა  ყვარელი, თელავი და  წინანდალი მოინახულეს.  თბილისში უცხოური მედიის წარმომადგენლებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი შეხვდა. ჟურნალისტები საქართველოს ტურისტული მიმართულების, ქართული  კერძების, ღვინის და კულტურის შესახებ სტატიებს მოამზადებენ.

 

ჩეხეთიდან პრეს-ტური ავიაკომპანია საქართველოს ავიახაზების “Georgian Airways”-ის მხარდაჭერით და  ჩეხეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს თანამონაწილეობით გაიმართა.

 

სტატისტიკური მონაცემებით, 2019 წლის 3 თვეში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ჩეხეთიდან საქართველოში 66.8%-ით მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

 

“საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია აგრძელებს ცნობადობის გაზრდას ევროკავშირის ქვეყნებში, ჩეხეთიდან დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ ერთ-ერთი ყველაზე მაღალრეიტინგული გამოცემების ჟურნალისტებს, მოხარულები ვართ, რომ საქართველოთი ისეთი გამოცემები დაინტერესდნენ, როგორიც არის: Vogue,   Cosmopolitan, Forbes და სხვა. ჩვენ გვსურს უცხოელ ჟურნალისტებს საქართველოს ტურისტული პოტენციალი დავანახოთ, რომ  შემდეგ ბევრი პოზიტური სტატია დაწერონ საქართველოს შესახებ, რაც გაზრდის ინტერესს და ევროკავშირის ქვეყნებიდან  მეტი ტურისტი ჩამოვა საქართველოში.”  -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული