12:41 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Apple განახლებადი ენერგიის უპირატესობაში სხვა კომპანიებსაც არწმუნებს
მსოფლიოს უძლიერესი ჰაკერული დაჯგუფება ასანჟის დაკავების გამო შურისძიებით იმუქრება

სიახლეები

Bloomberg: ბრექსიტის რისკების დასაზღვევად ბრიტანულ კომპანიებს კოლოსალური თანხების ხარჯვა უწევთ

 

Bloomberg-მა დაითვალა დამატებითი ხარჯები, რისი გაწევაც ბრიტანულ კომპანიებს Brexit-ის გამო მოუწიათ. სააგენტოს შეფასებით, 6 მსხვილი კომპანიის დანახარჯი 348 მილიონ გირვანქა სტერლინგს შეადგენს (454,9 მილიონ ლარს) და ეს ხარჯები დროთა განმავლობაში მხოლოდ გაიზრდება.

 

იმის გამო, რომ ბრიტანეთის მიერ ევროკავშირის დატოვების ვადა ჯერ კიდევ არ არის განსაზღვრული, მინიმუმ ნახევარი წელი (ვადა 31 ოქტომბერს იწურება) ბაზარი გაურკვევლობაში იქნება. ეს ბრიტანულ კომპანიებს წამგებიან პოზიციაში აყენებს - მათ უნდა დახარჯონ დიდი ფული გაუთვალისწინებელი მოვლენებისთვის მოსამზადებლად.

 

სააგენტოს ცნობით, ყველაზე მეტად ამ პროცესებით შოტლანდიის სამეფო ბანკი დაზარალდება. რომელმაც, საერთო ჯამში, რისკებისგან თავის დასაცავად 100-150 მილიონი გირვანქა (130-200 მილიონი დოლარი) უნდა დახარჯოს.

 

მეორე ადგილზეა ბანკი HSBC Holdings, რომელსაც ამ რისკების დასაბალანსებლად 170 მილიონი აშშ დოლარის დახარჯვა უწევს. მესამე ადგილზეა ფარმაცეპუტი კომპანია AstraZeneca  - ის Brexit-ის გამო 40 მილიონი აშშ დოლარით ზარალდება.

 

ექვსეულში არიან საზადღვევო კომპანია Lloyd's Hiscox, საინჟინრო კომპანია Babcock International და ავიაკომპანია EasyJet Plc.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...