22:21 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტიმოშენკომ პოროშენკო და ზელენსკი გააკრიტიკა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ უფრო ლოიალური იყო
Bloomberg: ბრექსიტის რისკების დასაზღვევად ბრიტანულ კომპანიებს კოლოსალური თანხების ხარჯვა უწევთ

სიახლეები

Apple განახლებადი ენერგიის უპირატესობაში სხვა კომპანიებსაც არწმუნებს

 

 

კომპანია Apple აცხადებს, რომ თითქმის ორჯერ გაზარდა იმ მომწოდებლების ოდენობა, ვინც მხოლოდ ეკოლოგიურად უსაფრთხო, განახლებულ ენერგიას (ე.წ. მწვანე ენერგია) მოიხმარს.  მათ შორის არის კომპანიები, რომლებიც აწარმოებენ ტელეფონის პროცესორებს და აწყობენ კომპანიის ფლაგმანურ iPhone-ებს.  

 

გასულ წელს Apple-ში განაცხადეს, რომ კომპანია უკვე სრულად გადავიდა განახლებად ენერგიის წყაროებზე და ტრადიციული მეთოდებით გამომუშავებულ ელექტროენერგიას აღარ მოიხმარდა. საუბარი იყო 43 სხვადასხვა ქვეყანაში მდებარე ობიექტებზე: საცალო გაყიდვის მაღაზიებზე, ოფისებზე, საინფორმაციო ცენტრებსა და სხვა სტრუქტურებზე.

 

ამ განცხადებამ ბაზარზე ერთგვარი სკეფსისი გამოიწვია, რადგან ყველამ იცის, რომ Apple სმარტფონების ნაწილებს შეკვეთით ყიდულობს და მათ სხვა კომპანიის ქარხნებში აწყობს.

 

უახლესი მონაცემებით, კომპანიამ დაარწმუნა iPhone-ების აწყობაზე პასუხისმგებელი კომპანია Foxconn და მიკროჩიპების მწარმოებელი Taiwan Semiconductor Manufacturing Co Ltd, რომ ისინიც გადავიდნენ განახლებულ ენერგიაზე.


ანალოგიურ პროექტებს ახორციელებენ Google და Microsoft-იც. Microsoft-ის მიერ შეძენილი განახლებადი ენერგიის საერთო მოცულობა, მთელ მსოფლიოში, უკვე 860 მეგავატს აჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინფიცირებულთა რაოდენობა მილიონ მოსახლეზე მსოფლიოში

30 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       კორონავირუსის შემთხვევებით ერთ მილიონ მოსახლეზე საქართველო მსოფლიოში ამ ეტაპისთვის 21-ე ადგილზეა. Worldometers-ის მონაცემებით საქართველოში აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენს 33,208-ს, რაც...

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

პოპულარული

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი

კორონავირუსი და ვაქცინა

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოემბერი, 2020კვირის გრაფიკი