05:33 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
იაპონიაში ვიზიტისას დონალდ ტრამპი ტოჩინოშინის ჭიდაობას დაესწრება
Apple განახლებადი ენერგიის უპირატესობაში სხვა კომპანიებსაც არწმუნებს

სიახლეები

ტიმოშენკომ პოროშენკო და ზელენსკი გააკრიტიკა, თუმცა მოქმედი პრეზიდენტის მიმართ უფრო ლოიალური იყო

 

პარტია „ბატკივშინას“ ლიდერი და უკრაინის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი იულია ტიმოშენკო მოუწოდებს ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს და მის ოპონენტს, ვლადიმირ ზელენსკის, პატივი სცენ პრეზიდენტის სტატუსს.

 

მიუხედავად ამისა, საზოგადოებას მოეჩვენა, რომ ის გაცილებით ლოიალური იყო პოროშენკოს მიმართ. განცხადება ტიმოშენკომ პრეზიდენტობის კანდიდატებს შორის პირდაპირ ეთერში მომხდარი შელაპარაკების შემდეგ გააკეთა:

 

„პრეზიდენტ პოროშენკოს არ სჭირდება სხვის შოუში მონაწილეობა, ხოლო მისმა მოწინააღმდეგე ვლადიმირ ზელენსკიმ  უნდა შეწყვიტოს პრეზიდენტის სტატუსის ღირსებისა და სიამაყის განადგურება“, - მიმართა ტიმოშენკომ საარჩევნო მარათონში ჩაბმულ კანდიდატებს.

 

„მე ახლა მივმართვ პეტრე ალექსის ძეს. ვიცი, რომ ადამიანების ნაწილს სჯერა თქვენი კეთილი საქმეების, რაც ამ ქვეყნისთვის გაგიკეთებიათ. სწორედ ამიტომ, თქვენთვის ესოდენ რთულ დროს, მე უბრალოდ არ გირჩევთ სხვის შოუში მიიღოთ მონაწილეობა. გაითვალისწინეთ თქვენი სტატუსი. და როგორი რთულიც არ უნდა იყოს, დაიცავით თქვენი საპრეზიდენტო ღირსება“, - განაცხადა ტიმოშნეკომ.

 

„იმისთვის, რომ პრეზიდენტი გახდე, არ არის საჭირო პრეზიდენტის ღირსებისა და სტატუსის განადგურება“, - ასე მიმართა იულია ტიმოშენკომ მეორე საპრეზიდენტო კანდიდატს, ვლადიმირ ზელენსკის.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პროგნოზი (ნოემბერი-დეკემბერი)

23 ნოე 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში დაინფიცირებულთა რაოდენობა ერთ თვეში კიდევ 2.4-ჯერ გაიზრდება. Worldometer-ის მონაცემებით 22 ნოემბერს...

კორონავირუსი და ვაქცინა

16 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            დღეს მსოფლიოში ოფიციალურად 170-ზე მეტი ვაქცინის კანდიდატის გამოცდა მიმდინარეობს. The Guardian-ის მონაცემებით 170-ზე მეტი ვაქცინიდან ჯერ ჯერობით არცერთი არ არის დამტკიცებული და...

საქართველოს უმსხვილესი კომპანიები

9 ნოე 2020კვირის გრაფიკი

            საქართველოში ოცი უმსხვილესი კომპანიის აქტივები 11.6 მილიარდ ლარს აღემატება. Forbes-ის მონაცემებით მთლიანი ოდენობის დაახლოებით 60% მოდის რვა კომპანიაზე (6.7 მილიარდი ლარი), საიდანაც...