00:01 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
სოფიო ქაცარავა: „აშშ კვლავ აგრძელებს საქართველოს აქტიურ პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას“
გიორგი ქობულია: "აშენდება საგზაო ინფრასტრუქტურა, რომელიც ხელს შეუწყობს ტურიზმის განვითარებას“

სიახლეები

კობა გვენეტაძე: დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების დოლარიზაცია

 

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ სსფ-ის მიერ ორგანიზებულ დისკუსიაში - "მმართველთა საუბრები" მიიღო მონაწილეობა. მსგავსი დისკუსია სსფ-ს და მსოფლიო ბანკის საგაზაფხული და წლიური შეხვედრების დროს კონკრეტული ეკონომიკური მიმართულებით წარმატებული გამოცდილების გაზიარების მიზნით მსოფლიოს 5 რეგიონიდან თითო წარმომადგენელთან იმართება ხოლმე და მოდერატორები სსფ-ს რეგიონალური დეპარტამენტების დირექტორები არიან. წლევანდელ შეხვედრებზე ასეთივე დისკუსია გაიმართება ჰოლანდიის ფინანსთა მინისტრთან (ევროპული დეპარტამენტი), პარაგვაის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტთან (დასავლეთ ნახევარსფეროს დეპარტამენტი), ინდოეთის სარეზერვო ბანკის პრეზიდენტთან (აზიისა და წყნარი ოკეანის დეპარტამენტი), და ბენინის ეკონომიკისა და ფინასთა მინისტრთან (აფრიკის დეპარტამენტი). 

წლევანდელი "მმართველთა საუბრები" კობა გვენეტაძის გამოსვლით გაიხსნა, რომლის მთავარი თემა იყო "საქართველოს გამოცდილება ინფლაციის თარგეთირების განხორციელებაში“. დისკუსიას მოდერატორობდა სსფ-ს ახლო აღმოსავლეთისა და შუა აზიის დირექტორი, ჯიჰად აზური, რომელმაც შესავალ სიტყვაში ხაზი გაუსვა საქართველოს ეროვნული ბანკის წარმატებულ პრაქტიკას და გამოცდილებას მცურავი გაცვლითი კურსის პირობებში ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის განხორციელებაში. ასევე, აღინიშნა შთამბეჭდავი პროგრესი ლარიზაციის ზრდის მიმართულებით, რაც ფინანსურ სექტორში მოწყვლადობის შემცირების მნიშვნელოვანი ფაქტორია.    

 
შეხვედრაზე ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა საქართველოს გამოცდილებაზე დაყრდნობით ინფლაციის თარგეთირების რეჟიმის უპირატესობასა და ამ მხრივ გაცვლითი კურსის მოქნილობის აუცილებლობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, "საქართველოს წარსული გამოცდილება მოწმობს, რომ მცურავი გაცვლითი კურსი შოკების შემარბილებელ ფუნქციას ასრულებს და გვეხმარება მინიმალური საზოგადოებრივი დანახარჯებით საგარეო შოკების გადალახვაში. გაცვლითი კურსის მოქნილობის შენარჩუნება აუცილებელია გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდისა და დასაქმების ხელშესაწყობად".

კობა გვენეტაძემ, ასევე ყურადღება გაამახვილა ერთ-ერთ მთავარ გამოწვევაზე - დოლარიზაციაზე, რომელიც, ისეთი მცირე და ღია ეკონომიკის მქონე ქვეყნისთვის, როგორიც საქართველოა, უმთავრეს პრობლემას წარმოადგენს.

"საქართველოს ეროვნული ბანკი აქტიურად ახორცილებს და მომავალშიც განაგრძობს კომპლექსური დე-დოლარიზაციის ღონისძიებების გატარებას. ამ ეტაპზე, უკვე განხორციელებულმა ღონისძიებებმა საკმაოდ კარგი შედეგები გამოიღო და დაახლოებით 9 პროცენტული პუნქტით შემცირდა როგორც სესხების, ასევე დეპოზიტების დოლარიზაცია", - აღნიშნა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა. 

კობა გვენეტაძემ ისაუბრა ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული რეფორმების შესახებ. მისი განცხადებით, ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა საფინანსო სექტორში ლიკვიდობის მართვა გააუმჯობესა. კერძოდ, ლიკვიდობის ინსტრუმენტის განვითარებამ შეამცირა მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთების მერყეობა და გააძლიერა მონეტარული პოლიტიკის გადაცემა რეალურ ეკონომიკაზე.

დისკუსიის დასასრულს, კობა გვნეტაძემ ინფლაციის თარგეთირების პირობებში აქტიურ და რეგულარული კომუნიკაციის საჭიროებაზე ისაუბრა. მისი თქმით, ბოლო წლების განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს გამჭვირვალობის ზრდას და საზოგადოებასთან კომუნიკაციის სხვადასხვა არხების განვითარებას. რეგულარულმა კომუნიკაციამ გააუმჯობესა ინფლაციური მოლოდინების მართვა და ხელი შეუწყო მონეტარული პოლიტიკის ეკონომიკაზე გადაცემის გაუმჯობესებას.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი, კობა გვენეტაძე ვაშინგტონში სსფ-ის და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრებში მონაწილეობს. ყოველწლიურ შეხვედრებში მონაწილეობენ სსფ-ის და მსოფლიო ბანკის მმართველები და ალტერნატიული მმართველები, ასევე მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნის საფინანსო სექტორის წარმომადგენლები.

https://www.imfconnect.org/content/imf/en/annual-meetings/calendar/open/2019/04/11/governor_talks_georgiageorgiasexperiencewithinflationtargeting_138182.html

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული