08:51 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: “ Standard & Poors“-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა
საპატრიარქო: ბიძინა ივანიშვილი მზადაა, სამების ტაძრის მოხატვა სრულად დააფინანსოს

სიახლეები

სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ქრთამის აღების ფაქტზე, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მებაჟე ოფიცერი გია გ. დააკავეს.

 

გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გ. საქართველოს მოქალაქეს დაჰპირდა, რომ თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების ფარგლებში, სარფის საბაჟო პუნქტის გავლით, თურქეთიდან საქართველოში არადეკლარირებული საქონლის მალულად შემოტანაში დაეხმარებოდა. კერძოდ, იგი არ დააფიქსირებდა არადეკლარირებულ საქონელს, რომელიც ავტომანქანაში მალულად იქნებოდა განთავსებული, რის სანაცვლოდაც აღნიშნულ მოქალაქეს ქრთამის სახით ეტაპობრივად 5000 ლარი გამოართვა. 

 

გამოძიება ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს).
გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...

კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის შედარება

11 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. სიკვდილიანობის დონე გამოითვლება როგორც გარდაცვლილთა...

კორონავირუსით განპირობებული ღონისძიებების გავლენა საქართველოზე

4 მაი 2020კვირის გრაფიკი

       Covid-19-ის მიერ გამოწვეულმა ვითარებამ მნიშვნელოვნად შეცვალა საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრება. კომპანია გუგლმა (Google) პირველად გამოაქვეყნა ეგრეთ წოდებული მობილურობის...

პოპულარული

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

ეკონომიკური ზრდა 2020 წელს

27 აპრილი, 2020კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაისი, 2020კვირის გრაფიკი