01:46 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
„Standard&Poor’s” - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა
სუს-მა ქრთამის აღების ფაქტზე მებაჟე ოფიცერი დააკავა

სიახლეები

გიორგი ქობულია: “ Standard & Poors“-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა

 

საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ “S&P“(Standard & Poors) საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა სტაბილურიდან პოზიტიურამდე, ხოლო რეიტინგი დაადასტურა კვლავ „BB-„ - ის დონეზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი ქობულიას განცხადებით, ეს გაუმჯობესება ნიშნავს იმას, რომ რეიტინგის ზრდა ძალიან ახლო პერსპექტივაა და 2019 წლის ნოემბერში, როდესაც “S&P“-ი მორიგ ანგარიშს გამოაქვეყნებს, შესაძლებელია საქართველოს სუვერენული რეიტინგი გაიზარდოს.

 

აღსანიშნავია, რომ ამ სააგენტოს საქართველოსთვის 2011 წლის ნოემბრის შემდეგ არც რეიტინგი შეუცვლია და არც - პერსპექტივა. სარეიტინგო კომპანია „S&P“ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირებისა და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, “S&P“-ის პოზიტიური შეფასება დაკავშირებულია იმასთან, რომ „სააგენტოში დაინახეს საქართველოში საკმაოდ მაღალი ეკონომიკური ზრდა რეგიონში მიმდინარე რეცესიისგან დამოუკიდებლად, აგრეთვე აღნიშნეს ძალიან გააზრებული რეფორმების პროგრამა, წარმატებული და გამართული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკა, თუმცა, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის მთავარი მოწყვლადობა საგარეო თვალსაზრისით კვლავ ხაზგასმულია. გიორგი ქობულიას განცხადებით, „საქართველოს ძირითად სავაჭრო ქვეყნებში, როგორიცაა თურქეთი, რუსეთი და ევროკავშირის სახელმწიფოები, მოსალოდნელია რეცესიის პროცესის გაგრძელება, ამიტომ “S&P“-ში განსაკუთრებული ყურადღებით დააკვირდებიან, როგორ გაიზრდება ჩვენი საექსპორტო მიმართულება, ამიტომ ჩვენთვის ექსპორტი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანია,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

 

სარეიტინგო კომპანიის თანახმად, საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...