21:09 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა
გიორგი ქობულია: “ Standard & Poors“-მა საქართველოში მიმდინარე რეფორმების პროგრამა დადებითად შეაფასა

სიახლეები

„Standard&Poor’s” - მა საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა გააუმჯობესა

 

საერთაშორისო სარეიტინგო კომპანიამ „Standard&Poor’s” - მა (S&P) საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურისკენ გააუმჯობესა, ხოლო რეიტინგი კვლავ „BB -“ - ის დონეზე დაადასტურა. სარეიტინგო კომპანიის რელიზში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ მიმდინარე წელს საქართველოს ეკონომიკის მოსალოდნელზე მაღალი ეკონომიკური ზრდის დაფიქსირების და საერთაშორისო პოზიციების გაუმჯობესების, მაგალითად ექსპორტისა და სავალუტო რეზერვების ზრდის შემთხვევაში, სარეიტინგო კომპანია მზადაა გაზარდოს საქართველოს სუვერენული რეიტინგი.

 

პერსპექტივის გაუმჯობესება განპირობებულია მაღალი ეკონომიკური ზრდით, საგარეო შოკებისადმი მდგრადობით და ინსტიტუციური სიძლიერით. სარეიტინგო კომპანიის ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2018 წლის განმავლობაში ქვეყანამ შეინარჩუნა ეკონომიკური მდგრადობა. წინა წლის მსგავსად 2018 წელსაც წმინდა ექსპორტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში, რაც გამოწვეული იყო საგარეო მოთხოვნის სტაბილიზაციით. ასევე, ანგარიშში დადებითაა შეფასებული ექსპორტის ზრდა ევროკავშირის ქვეყნებში და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლების კუთხით მნიშვნელოვანი პოზიტიური ტენდენციები. აღნიშნულია ისიც, რომ ექსპორტის პოზიტიური წვლილი ეკონომიკურ ზრდაში 2019 წელსაც შენარჩუნდება.

 

სარეიტინგო კომპანია დადებითად აფასებს საქართველოში მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებსა და ინიციატივებს და მიიჩნევს რომ აღნიშნული დამატებით პოზიტიურ წვლილს შეიტანს ეკონომიკურ ზრდაში. რეფორმებიდან აღსანიშნავია: ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარება და კაპიტალური დანახარჯების პრიორიტიზაცია, მიმდინარე დანახარჯების შემცირების შედეგად; ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება, მათ შორის: საჯარო და კერძო თანამშრომლობის შესახებ კანონის მიღება, დეპოზიტების დაზღვევა, მიწისა და საპენსიო რეფორმა; საგადასახადო ადმინისტრირების გამარტივება და დღგ-ს ზედმეტობების დაბრუნების რეფორმა და განათლების რეფორმა.

 

ანგარიშში ასევე პოზიტიურად არის შეფასებული პასუხისმგებლიანი დაკრედიტებისკენ მიმართული ღონისძიებები და პრუდენციული რეგულაციები.

 

სარეიტინგო კომპანიამ შეაფასა საგარეო შოკებისადმი ქვეყნის მდგრადობის შენარჩუნება. დოკუმენტის თანახმად, მცურავი გაცვლითი კურსი ხელს უწყობს საგრეო შოკების შესწორებას და ეკონომიკაზე უარყოფითი გავლენის შემცირებას. „S&P“ - ის თანახმად, მონეტარული პოლიტიკა არის ეფექტიანი და ინფლაცია დაბალ და სტაბილურ დონეზეა. აღნიშნული ტენდენცია სამომავლოდაც შენარჩუნდება.

 

კომპანიის შეფასებით, საქართველოს ფისკალური სექტორი ინარჩუნებს მდგრადობას და სახელმწიფო ვალი მშპ-თან მიმართებით სტაბილურ დონეზეა. ასევე აღინიშნა, რომ მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის შემცირების ტენდენცია, რომელიც დაფიქსირდა 2017 და 2018 წელს კვლავ გაგრძელდება, რასაც ხელს შეუწყობს ექსპორტის ზრდა.

 

“S&P“-ის შეფასებით, საბანკო სექტორში არსებული მდგომარეობა ასევე პოზიტიურია, რასაც მნიშვნელოვნად უწყობს ხელს აქტივების ხარისხი. აღნიშნულია, რომ მაღალი დოლარიზაცია ამცირებს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანობას, თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ კუთხით ტენდენცია პოზიტიურია და მცირდება დოლარიზაციის დონე. სააგენტოს თანახმად, მთავრობის ღონისძიებები პრუდენციული რეგულირების და კაპიტალის ბაზრის განვითარების თვალსაზრისით, ასევე საპენსიო რეფორმა ხელს შეუწყობს დოლარიზაციის დონის შემდგომ შემცირებას.

 

სარეიტინგო კომპანია „S&P“ დადებითად შეაფასა საქართველოს მიერ საერთაშორისო მონეტარულ ფონდთან „გაფართოებული დაფინანსების მექანიზმის" ფარგლებში (Extended Fund Facility (EFF)) მხარდაჭერილი პროგრამის მიმოხილვების წარმატებული დამთავრება და ხაზი გაუსვა დარჩენილი მიმოხილვების წარმატებით დასრულების აუცილებლობას.

 

გამოწვევების მიუხედავად, სარეიტინგო კომპანია „S&P“ მიიჩნევს, რომ ექსპორტის დივერსიფიკაციით და უცხოური ინვესტიციების საშუალებით რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ეკონომიკური ზრდის მიღწევა იქნება შესაძლებელი.

 

ეკონომიკურ რისკებს შორის, რომელიც საქართველოს შეიძლება ჰქონდეს მიმდინარე წელს, „S&P“ - მა დაასახელა რეცესია თურქეთში, ევროკავშირის ეკონომიკური ზრდის შემცირება და თურქული ლირისა და რუსული რუბლის შესაძლო გაუფასურება. ამის მიუხედავად, სარეიტინგო კომპანიამ მიიჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი 2019 წელს რეგიონის სხვა ქვეყნების ზრდას მნიშვნელოვნად გადააჭარბებს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...