20:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Facebook-ის დირექტორთა საბჭოს მარკ ცუკერბერგის გადაყენება და დამოუკიდებელი დირექტორის დანიშვნა სურს
ივანე მაჭავარიანი აშშ-ის ათასწლეულის გამოწვევის კორპორაციის აღმასრულებელ დირექტორს შეხვდა

სიახლეები

კერძო სექტორში EIB-ს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი აქვს გამოყოფილი

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის ჯგუფის ყოველწლიური საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, ფინანსთა მინისტრი, ივანე მაჭავარიანი ევროპის საინვესტიციო ბანკის (EIB) ვიცე-პრეზიდენტს, ვაზილ ჰუდაკს შეხვდა. 
 

აღსანიშნავია, რომ ევროპის საინვესტიციო ბანკი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი პარტნიორი და ინვესტორია ქვეყნის ინფრასტრუქტურის განვითარების პროცესში. 


შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ისეთ მნიშვნელოვან პროექტზე, როგორიცაა აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტომაგისტრალის მოდერნიზაცია და განიხილეს უშუალოდ ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებული მონაკვეთების მშენებლობის დინამიკა. 
 

ყურადღება გამახვილდა მუნიციპალურ სექტორზე, სადაც ევროპის საინვესტიციო ბანკმა უნდა განახორციელოს, დაახლოებით, 100 მლნ ევროს მოცულობის ინვესტიცია. 
 

ხაზი გაესვა სოფლის მეურნეობის სექტორში დაგეგმილ პროექტებს, რომელმაც აღნიშნულ სფეროში ხელი უნდა შეუწყოს პროდუქტიულობის ზრდას, აქცენტი გაკეთდა ენერგოეფექტურობისა და ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით ბანკის მხარდაჭერის მნიშვნელობაზეც. 
 

მხარეებმა პოზიტიურად შეაფასეს ევროპის საინვესტიციო ბანკის მიერ ქვეყანაში საინვესტიციო აქტივობის ზრდა და იმედი გამოთქვეს, რომ ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.  
 

დღეის მდგომარეობით, ბანკის მიერ საჯარო სექტორში დაფინანსებული საინვესტიციო პროექტების მოცულობა, დაახლოებით, 1,33 მილიარდ ევროს შეადგენს. კერძო სექტორში EIB-ს გამოყოფილი აქვს 215,8 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსი.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...