15:27 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Instagram, Facebook და WhatsApp რამდენიმე საათის განმავლობაში თითქმის მთელ მსოფლიოში გაითიშა
მაკრონის ადმინისტრაციის სოციალურ-ეკონომიკური პოლიტიკით საფრანგეთის მოსახლეობის 80% უკმაყოფილოა

სიახლეები

ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ - ფაქტები

 

21 აპრილს უკრაინელი ხალხი გადაწყვეტს, ვინ მართვს ქვეყანას მომდევნო 5 წლის განმავლობაში. პირველ ტურში შოუმენმა ვლადიმირ ზელენსკიმ დამაჯერებელი უპირატესობით გაიმარჯვა  - მას ამომრჩეველთა 30,2%-მა დაუჭირა მხარი, ხოლო ქვეყნის მოქმედ პრეზიდენტს 15,9%-იანი მხარდაჭერა ჰქონდა.

 

სოციოლოგიუი გამოკითხვები აჩვენებს, რომ ზელენსკი 12 აპრილის მონაცემებით კიდევ უფრო დიდი უპირატესობით იმარჯვებს: მას ემხრობა უკრაინელთა 60,8%, ხოლო პოროშენკოს მხარდამჭერთა რაოდენობა 24,5%-ს შეადგენს. მიუხედავად ამისა, წინ საარჩევნო კამპანიის მთელი კვირაა და ნაადრევი დასკვნების გაკეთება არ შეიძლება. გთავაზობთ საინტერესო ფაქტებს პრეზიდენტობის ორივე კანდიდატზე:

 

პეტრო პოროშენკო


53 წლის. 184 სანტიმეტრი სიმაღლის. დაიბადა ქალაქ ბელგრადში, 1965 წლის 26 სექტემბერს.

 

ზოდიაქოს ნიშანი: სასწორი

 

განათლება: კიევის უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი.

 

სამსახური არმიაში: მსახურობდა 1984-1986 წლებში. აქვს მაიორის წოდება, სპეციალიზაცია - სამხედრო თარჯიმანი.

 

სპორტი: უნივერსიტეტში ის ძიუდოს სპორტის ოსტატობის კანდიდატი იყო.

 

უცხო ენები: საუბრობს ინგლისურად, რუსულად, უკრაინულად, პოლონურად, მოლდავურად და ბულგარულად.

 

ოჯახი: მეუღლე მარინა და ოთხი შვილი - ალექსეი, მიხაილი, ევგენია და ალექსანდრა.

 

ოჯახის წევრები პოლიტიკაში: ალექსეი პოროშენკო 2014 წლიდან უკრაინის პარლამენტის წევრია.

 

პოლიტიკური გამოცდილება: პეტრო პოროშენკო პოლიტიკაში 1998 წლის შემდეგ არის ჩართული.

 

ყოფილი თანამდებობები: პარლამენტის წევრი, უკრაინის უშიშროების საბჭოს მდივანი, საგარეო საქმეთა მინისტრი, ეკონომიკის მინისტრი, ქვეყნის პრეზიდენტი.

 

უძრავი ქონენება: ორი სახლი და 4 ბინა

 

ყველაზე ცნობილი ბიზნეს აქტივი: კორპორაცია Roshen,  ასევე ჰოლდინგი "Укрпроминвест-Агро" და "მე-5 არხი".

 

მაჯის სააათების კოლექცია: 3 - Hublot, 2 - Breguet, 1 - Patek Phillip.

 

დეკლარაციაში მითითებული ღირებული ხელოვნების ნიმუშები: 84 ნახატი და 7 ქანდაკება

 

კამპანიის ლოზუნგი: „ჩვენ ჩვენი გზით მივდივართ“, „არმია, ენა, რწმენა“.

 

რუსეთთან დამოკიდებულება: მკვეთრად უარყოფითი, მტრული

 

NATO-სთან და ევროკავშირთან დამოკიდებულება: პოროშენკო უკრაინის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მომხრეა.

 

ვლადიმირ ზელენსკი

 

41 წლის. 170 სანტიმეტრი სიმაღლის. ის დაიბადა 1978 წლის 25 იანვარს, ქალაქ კრივოი როგში.

 

განათლება: დაამთავრა კრივოი როგის ეკონომიკური ინსტიტუტი, იურისტის სპეციალობით. სპეციალობით არასოდეს უმუშავია.

 

სამსახური არმიაში: არმიაში არ უმსახურია.

 

სპორტი: ახალგაზრდობაში ზელენსკი აქტიურად იყო გატაცებული მძიმე ათლეტიზმით, ეწეოდა სიმძიმეებს. ჰქონდა წარმატებები მთელ რიგ ტურნირებზე.

 

უცხო ენები: ფლობს უკრაინულ, რუსულ და ინგლისურ ენებს.

 

ოჯახი:  მეუღლე ელენა, შვილები - კირილი და ალექსანდრა.

 

შვილების წარმატება: მისი ქალიშვილი ალექსანდრა მომავალი იუმორისტია. 2016 წელს მან მამის შოუში „გააცინე იუმორისტი“ 50 ათასი გრივნა მოიგო.

 

პოლიტიკური გამოცდილება: 4 თვე - 2019 წლის იანვრიდან ის არის პრეზიდენტობის კანდიდატი.

 

ყოფილი თანამდებობები: ტელეარხ „ინტერის“ პროდიუსერი, „კვარტალ 95-ის“ მხატვრული ხელმძღვანელი.

 

დეკლარაციაში მითითებული უძრავი ქონება: სახლი და 5 ბინა

 

ცნობილი ბიზნეს-აქტივები: ვლადიმირ ზელენსკი „სტუდია კვარტალ 95-ს“ და კიდევ 10 კომპანიას ფლობს შოუ-ბიზნესის სფეროში.

 

მაჯის საათების კოლექცია: Breguet, Tag Heuer, Rolex, Bovet.

 

კამპანიის ლოზუნგი: „გავაკეთოთ ეს ერთად“

 

რუსეთთან ურთიერთობა: უარყოფითი. ზელენსკი რუსეთთან დიალოგს მხოლოდ დასავლელი პარტნიორების თანდასწრებით ემხრობა

 

NATO და ევროკავშირი: ზელენსკი დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მომხრეა, თუმცა მიაჩნია, რომ NATO-ში შესვლის საკითხზე რეფერენდუმი უნდა ჩატარდეს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...