13:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ვლადიმერ პუტინის მოკრძალებული დეკლარაცია - 2018 წელს მისმა შემოსავალმა 134 458 აშშ დოლარს მიაღწია
ვლადიმირ ზელენსკი პეტრო პოროშენკოს წინააღმდეგ - ფაქტები

სიახლეები

Instagram, Facebook და WhatsApp რამდენიმე საათის განმავლობაში თითქმის მთელ მსოფლიოში გაითიშა

 

 

Instagram, Facebook და WhatsApp რამდენიმე საათის განმავლობაში იყო გათიშული მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ინფორმაცია გათიშვის მასშტაბების შესახებ კომპანია Downdetector-მა გაავრცელა.

 

პოპულარული რესურსები არ მუშაობდა საქართველოშიც. პრობლემები სოციალურ ქსელებში დღის 1 საათიდან დაიწყო. მომხმარებელს წვდომა დაეკარგა: საქართველოში, რუსეთში, იტალიაში, საბერძნეთში, დიდ ბრიტანეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, ჰოლანდიაში, მალაიზიასა და აშშ-ის ნაწილში.

 

Instagram-ზე შესვლა არ შეეძლო მომხმარებელთა 46%-ს. ეს ბოლო წლების ერთ-ერთი ყვლაზე მასშტაბური გათიშვა იყო. მომხმარებლებმა პრობლემა დაუკავშირეს სოციალური ქსელის მფლობელის, მარკ ცუკერბერგის მიერ მარტში გაკეთებულ განცხადებას, რომ კომპანია უახლოეს მომავალში მის მფლობელობაში არსებული ყველა სოციალური ქსელის ერთ პლატფორმად გაერთიანებას გეგმავს. 


გეგმის თანახმად, ინტეგრაცია 2020 წლის მეორე კვარტალში დასრულდება. Facebook-ის ინჟინრებს შეტყობინებების გაცვლის სერვისის რადიკალური შეცვლა მოუწევთ. ცუკერბერგი ამბობს, რომ მნიშვნელოვნად გაიზრდება უსაფრთხოების დონე და შემცირდება ინფორმაციის დაკარგვის რისკი. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...