15:18 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ბავშვობის ამბები?
ვლადიმერ პუტინის მოკრძალებული დეკლარაცია - 2018 წელს მისმა შემოსავალმა 134 458 აშშ დოლარს მიაღწია

სიახლეები

ტრამპის ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომ ტრამპმა სამხედროებს მიგრანტებთან მიმართებაში ძალის გადაჭარბების ნება დართო

 

თეთრი სახლი უარყოფს პრესაში გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ დონალდ ტრამპი ძალოვანი უწყებების თანამშრომლებს მიგრანტეთაბთან მიმართებაში ძალის გადამეტების უფლებას აძლევს და მათ „ძალის გადაჭარბებისთვის“ ბრალის წაყენების შემთხვევაში ამნისტიას დაჰპირდა.

 

ინფორმაცია დონალდ ტრამპის მიერ სამხედროებისთვის უკანონო გარანტიის მიცემასთან დაკავშირებით CNN-მა გაავრცელა.

 

ამ საკითხზე ტელეარხ ABC-ის ეთერში თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ისაუბრა. სანდერსის თქმით, პრეზიდენტს არ მიუმართავს  მექსიკა-ამერიკის საზღვარზე დისლოცირებული სამხედროებისთვის და მათთვის მიგრანტებთან დაკავშირებით უხეში და გადამეტებული ძალის გამოყენების უფლება არ მიუცია. სანდერსმა ამ ხმებს „უსაფუძვლო“ უწოდა.

 

CNN-ის ცნობით, მექსიკის საზღვართან საინსპექციო ვიზიტის დროს ტრამპმა შინაგანი უსაფრთხოების ძალებს საზღვრის უფრო აგრესიულად დაცვა სთხოვა და პირობა მისცა, რომ საჭირობების შემთხვევაში მათ ამნისტიით გამოიხსნის.

 

„პრეზიდენტი კანონების დაცვას ცდილობს და არა მათთვის გვერდის ავლას.  ჩვენ კანონმორჩილი ქვეყანა ვართ, ჩვენი პრეზიდენტი ამას მხარს უჭერს და სთხოვს ყველას, რომ არ დაარღვიონ კანონის ჩარჩოები“,- განაცხადა სანდერსმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...

ტურიზმი―საქართველოს ეკონომიკის ხერხემალი

27 მაი 2019კვირის გრაფიკი

    უკანასკნელი ათი წლის განმავლობაში ტურიზმი საქართველოს ეკონომიკის უმნიშვნელოვანეს სექტორად გადაიქცა. ეროვნული ბანკის მონაცემებით 2018 წელს ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 3.2...