14:45 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში
ტესტი: რამდენად კარგად გახსოვს ბავშვობის ამბები?

სიახლეები

Bloombeg: ვინ არის "სამეფო კარის თამაშების" სამყაროს უმდიდრესი ოჯახი?

 

გავლენიანმა ამერიკულმა სააგენტო "ბლუმბერგმა", რომელიც ეკონომიკურ სიახლეებსა და ფინანსური ბაზრების მიმოხილვაზეა ორიენტირებული, „სამეფო კარის თამაშების“ ყველაზე მდიდარი ოჯახების რეიტინგი შეადგინა.

 

სააგენტოს შესაბამის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ყველაზე მდიდარი ოჯახი სამეფო კარის თამაშების სამყაროში არის ტარგარიანების ოჯახი, რადგან დრაკონები, რომლებსაც ისინი ფლობენ, ყველაზე ძვირადღირებული აქტივია. ექსპერტებმა ვერ შეძლეს განესაზღვრათ დრაკონების ღირებულების ზუსტი ფულადი ეკვივალენტი, თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ დრაკონები ამ სამყაროში შეუდარებელი ძალის წყაროა, მათი ღირებულება ყველა სხვა რესურსისას აღემატება.

 

გარდა ამისა, Bloomberg აღნიშნავს, რომ დეიენერისი აკონტროლებს კასტერლი-როკის სიმაგრესა და მონებით მოვაჭრეთა ნავმისადგომს. მის აქტივებში შედის დრაკონების კუნძულიც, სადაც „პოტენციურად ძვირფასი“ დრაკონის მინის მოპოვება შეიძლება.

 

რეიტინგის მეორე ადგილზეა ლანისტერების ოჯახი. Bloomberg ითვალისწინებს, რომ ისინი აკონტროლებენ სავაჭრო გზებს. ამასთან ერთად, ლანისტერებს აქვთ წვდომა  „გლობალურ ფინანსურ სისტემაზე“ და შეუძლიათ აიღონ კრედიტი ბრაავოსის რკინის ბანკიდან.

 

მესამე ადგილზეა არენების სახლი, რომელიც აკონტროლებს არენის ხეობას. მათ ეკუთვნით ციხე-სიმაგრე არწივის ბუდე, რომელიც მიუღწევლად ითვლება. მეოთხე ადგილს სიაში სტარკების ოჯახი იკავებს.  Bloomberg-ის შეფასებით, მათი ძირითადი აქტივები არის ჩრდილოეთით მდებარე უზარმაზარი მიწები, რომლებზეც მოიპოვება დიდი რაოდენობით რესურსი: ტყე, რკინა და ვერცხლი. მეხუთე ადგილზეა გრეიჯოის ოჯაახი.

 

სერიალის დასკვნითი სეონის პრეზენტაცია 15 აპრილს, გამთენიისას არის დაგეგმილი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...