08:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
თეთრი სახლი: ტრამპი ხუმრობდა, როცა Wikileaks-ს აქებდა
რუსეთი მზად არის ევროსაბჭოს 2 წლის განმავლობაში დაგროვილი საწევრო გადასახადი გადაუხადოს

სიახლეები

ივანე მაჭავარიანი: "რა აწუხებთ ყველაზე მეტად როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ ბიზნესს საქართველოში?"

 

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განათლების და კვალიფიკაციის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს.

 

როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი: არსებობს მასობრივი უმუშევრობა და ასევე მოთხოვნა კვალიფიციური მუშახელის.

 

"რა აწუხებთ ყველაზე მეტად როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ ბიზნესს საქართველოში? ეს არ არის არც კორუფცია, არც ზედმეტი რეგულაცია და სტაბილურობის ნაკლებობა. ყველა ამ მიმართულებაში ჩვენ კარგად გამოვიყურებით, ვართ რეიტინგებში ლიდერი არა მხოლოდ რეგიონალური მასშტაბით, არამედ აღმოსავლეთ ევროპაშიც. მაგალითად, ბიზნესის კეთების სიიოლის კუთხით, დაბალი საგადასახადო ტვირთით, ტოპ ხუთეულში ვართ ბიუჯეტის გამჭვირვალობით.

 

ამ ბიზნესებს რომ ვკითხოთ, თუ რა არის პრობლემა: ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის კვალიფიციური მუშახელი.

 

ჩვენ ვდგავართ პარადოქსული სიტუაციის წინაშე: ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი დონის უმუშევრობა და დასაქმება ჩვენი მთავარი პრობლემაა და, მეორე მხრივ, სერიოზული მოთხოვნაა ბიზნესის მუშახელზე.

 

წარმოგიდგენიათ? არის მოთხოვნა, არის აქეთ პრობლემა, მაგრამ რატომღაც ეს ამბავი ვერ დგება. აქ არის ზუსტად კვალიფიკაციის და განათლების პრობლემა. ამიტომ ჩვენ მთავარ პრიორიტეტად უნდა გავხადოთ განათლებაში ინვესტირების ზრდა", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული