01:27 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
ივანე მაჭავარიანი: "რა აწუხებთ ყველაზე მეტად როგორც უცხოურ, ისე ადგილობრივ ბიზნესს საქართველოში?"

სიახლეები

თეთრი სახლი: ტრამპი ხუმრობდა, როცა Wikileaks-ს აქებდა

 

 

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა იხუმრა, როცა  2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას Wikileaks შეაქო და მას „ძვირფასი აღმოჩენა“ უწოდა. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ახლა პრეზიდენტი ვითარებას სრულიად სერიოზულად აფასებს და ასანჟის დაკავებას მიესალმება.

 

ამ საკითხებზე ტელეარხ Fox News-ის პირდაპირ ეთერში თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ისაუბრა. სანდერსმა აღნიშნა, რომ  თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაცია არის ის გუნდი, ვინც Wikileaks-ის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად დაიწყო.

 

პრესმდივანმა შეახსენა ამერიკელებს, რომ ჯულიან ასანჟის თანამზრახველი ბრედლი მენინგი 2017 წლის იანვარში შეიწყალა ბარაკ ობამამ, მიუხედავად იმისა, რომ მას სამხედრო ტრიბუნალის მიერ 35 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი (მენინგმა პატიმრობისას სქესი შეიცვალა და საპატიმრო „ჩელსის“ სახელით დატოვა).

 

„ჩვენ ვართ ერთადერთი გუნდი, ვინც ამ საკითხს აღიქვამს, როგორც რეალურ პრობლემას, და მის მოსაგვარებლად ნაბიჯებს დგამს“, - განაცხადა სანდერსმა.

 

CNN-მა და Business Insider-მა დაითვალეს, რომ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში WikiLeaks მინიმუმ 5-ჯერ ახსენა. „მე მომწონს WikiLeaks“, - თქვა ტრამპმა მას შემდეგ, რაც ორგანიზაციამ აშშ-ის დემოკრატიული პარტიის კომპიუტერები გატეხა და მათი საფოსტო მიმოწერები გამოაქვეყნა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...