00:55 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
თეთრი სახლი: ტრამპი ხუმრობდა, როცა Wikileaks-ს აქებდა

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

15 აპრ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

რუსეთსა და ევროსაბჭოს შორის შეთანხმება მიღწეულია და რუსული მხარე მზად არის, ორგანიზაციას 60 მილიონი ევრო, დაგროვილი საწევრო შენატანი გადაუხადოს, რომელსაც ბოლო ორი წლის განმავლობაში აღარ იხდიდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული საინფორმაციო საშუალებები აქვეყნებენ. „იზვესტიასთვის“ მიცემულ ინტერვიუში რუსეთის ფედერაციის საერთშორისო საქმეთა კომიტეტის საბჭოს ხელმძღვანელმა კონსტანტინ კოსაჩოვმა განაცხადა, რომ რუსეთი მზად არის ასეთი ნაბიჯი გადდგას, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ევროპის საბჭო ნაციონალური დელეგაციის დისკრიმინაციას შეწყვეტს.ამ თვეში ორი წელი სრულდება იმ დროიდან, რაც რუსეთმა ევროპის საბჭოში სავალდებულო გადასახადის გადახდა შეწყვიტა, პროტესტის ნიშნად, იმის გამო, რომ მას ხმის უფლება წაართვეს.

თეთრ სახლში განაცხადეს, რომ დონალდ ტრამპმა იხუმრა, როცა 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას Wikileaks შეაქო და მას „ძვირფასი აღმოჩენა“ უწოდა. ოფიციალური წარმომადგენლის თქმით, ახლა პრეზიდენტი ვითარებას სრულიად სერიოზულად აფასებს და ასანჟის დაკავებას მიესალმება. ამ საკითხებზე ტელეარხ Fox News-ის პირდაპირ ეთერში თეთრი სახლის პრესმდივანმა სარა სანდერსმა ისაუბრა. სანდერსმა აღნიშნა, რომ თეთრი სახლის მოქმედი ადმინისტრაცია არის ის გუნდი, ვინც Wikileaks-ის წინააღმდეგ ბრძოლა რეალურად დაიწყო. CNN-მა და Business Insider-მა დაითვალეს, რომ დონალდ ტრამპმა წინასაარჩევნო კამპანიის განმავლობაში WikiLeaks მინიმუმ 5-ჯერ ახსენა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა ტელეკომპანია "იმედთან" ინტერვიუში განათლების და კვალიფიკაციის პრობლემაზე ისაუბრა, რომელიც ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებას უშლის ხელს. როგორც მაჭავარიანმა აღნიშნა, ქვეყანაში პარადოქსული სიტუაციაა შექმნილი: არსებობს მასობრივი უმუშევრობა და ასევე მოთხოვნა კვალიფიციური მუშახელის. "ჩვენ ვდგავართ პარადოქსული სიტუაციის წინაშე: ერთი მხრივ, ჩვენ გვაქვს საკმაოდ მაღალი დონის უმუშევრობა და დასაქმება ჩვენი მთავარი პრობლემაა და, მეორე მხრივ, სერიოზული მოთხოვნაა ბიზნესის მუშახელზე.", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა

განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან არცერთი უნივერსიტეტი არ არის საუკეთესო ათას უნივერსიტეტში. ეს მით უფრო საგანგაშოა, როდესაც მაგალითად ესტონეთს, რომელიც საქართველოზე სამჯერ პატარა ქვეყანაა, სამი უნივერსიტეტი ჰყავს საუკეთესოთა სიაში. ასევე აღსანიშნავია, სხვა ყოფილი საბჭოთა ქვეყნები აზერბაიჯანი (1), ბელარუსი (2), ლატვია (3), ლიტვა (4) და უკრაინა (6). როგორც მოსალოდნელია, ყველაზე მეტად ათასეულში წარმოდგენილი არიან აშშ-ს და გაერთიანებული სამეფოს უნივერსიტეტები.

ჩინეთ-იაპონიის რიგით მეხუთე ეკონომიკური დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები საერთაშორისო არენაზე ერთად იბრძოლებენ სავაჭრო-ეკონომიკური სფეროების ლიბერალიზაციისა და პროტექციონიზმის დამარცხებისთვის. ინფორმაცია ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ გაავრცელა: „ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს იმ საკითხში, რომ აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობის მრავალმხრივი მექანიზმებისა და ფორმატების დაცვა. ჩინეთი და იაპონია მხარს უჭერენ გლობალიზაციასა და ინტეგრაციას, რაც ღია გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო“, - ციტირებს მის სიტყვებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...