08:51 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ჩინეთი და იაპონია გლობალური ეკონომიკური ლიბერალიზაციისთვის ერთად იბრძოლებენ
ნავთობის ფასი გაიზარდა

სიახლეები

100 წლის წინ პარლამენტის დაარსებით, საქართველო დემოკრატიული მმართველობის პიონერად იქცა - ამერიკელი კონგრესმენი

 

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე ქართველ ხალხს ამერიკელმა კონგრესმენმა და წარმომადგენელთა პალატასთან არსებული დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის   თავმჯდომარემ, დევიდ პრაისმა მიულოცა.

 

„მინდა ჩემს ქართველ მეგობრებს ეს უმნიშვნელოვანესი თარიღი  მივულოცო. 1919 წელს დამფუძნებელი კრების დაარსებით,  თქვენი წინაპრები დემოკრატიული მმართველობის პიონერებად იქცნენ.  მიუხედავად რთული გამოწვევებისა, რომელთა წინაშეც საქართველო ბოლო 100 წლის განმავლობაში ხშირად დამდგარა, ის დღემდე ძლიერი და მრავალპარტიული დემოკრატიული მმართველობის ერთგულია“ -  განაცხადა კონგრესმენმა თავის ვიდეო მიმართვაში, რომელიც მან სპეციალურად  საიუბილეო თარიღის  აღსანიშნავად ჩაწერა.  

 

დევიდ პრაისის თქმით, საქართველოს პირველი დემოკრატიული პარლამენტის ერთ-ერთ მთავარ მონაპოვარს კონსტიტუციის მიღება წარმოადგენდა, რომელიც  საქართველოს ყველა მოქალაქის, მათ შორის ქალებისა და ეთნიკური უმცირესობების უფლებებს იცავდა.

 

საკუთარ ვიდეო-მიმართვაში კონგრესმენმა საქართველოში დაგეგმილი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა. მისი თქმით, მას საქართველოს პარლამენტთან თანამშრომლობის 13 წლიანი თანამშრომლობა აკავშირებს, და  დემოკრატიული პარტნიორობის კომისიის წარმომადგენლის რანგში საქართველოს მეხუთედ ეწვევა.   „მოუთმენლად ველი თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს პარლამენტთან, რომელიც დემოკრატიული და გონივრული მმართველობის  ტრადიციას ეფექტიანად განაგრძობს და ქართველი ხალხის ნებას ემსახურება“ - აღნიშნა დევიდ პრაისმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული