01:35 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა შემცირდა
100 წლის წინ პარლამენტის დაარსებით, საქართველო დემოკრატიული მმართველობის პიონერად იქცა - ამერიკელი კონგრესმენი

სიახლეები

ჩინეთი და იაპონია გლობალური ეკონომიკური ლიბერალიზაციისთვის ერთად იბრძოლებენ

 

 

ჩინეთ-იაპონიის რიგით მეხუთე ეკონომიკური დიალოგის მონაწილეები შეთანხმდნენ, რომ ქვეყნები საერთაშორისო არენაზე ერთად იბრძოლებენ სავაჭრო-ეკონომიკური სფეროების ლიბერალიზაციისა და პროტექციონიზმის დამარცხებისთვის.

 

ინფორმაცია ქვეყნებს შორის მიღწეული შეთანხმების შესახებ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა ვან იმ გაავრცელა: „ჩვენ სრული ურთიერთგაგება გვაქვს იმ საკითხში, რომ აუცილებელია თავისუფალი ვაჭრობის მრავალმხრივი მექანიზმებისა და ფორმატების დაცვა. ჩინეთი და იაპონია მხარს უჭერენ გლობალიზაციასა და ინტეგრაციას, რაც ღია გლობალური ეკონომიკის ჩამოყალიბებისთვის არის საჭირო“, - ციტირებს მის სიტყვებს ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

 

მინისტრის თქმით, მხარეები ერთად იმუშავებენ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის რეფორმირებისთვისაც. „ჩვენ არ დავიშურებთ ძალისხმევას ეკონომიკური მართვის უფრო ოპტიმალური გლობალური სისტემის მისაღებად, რომელიც იქნება ღია, ტოლერანტული და მოწესრიგებული“, - განაცხადა ვან იმ.

 

ჩინეთისა და იაპონიის შეთანხმებას კიდევ უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე სავაჭრო დაპირისპირების გამო, რომელიც დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პროტექციონისტულ ხედვებს ეფუძნება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...