20:24 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 4.5%-ით გაიზარდა
საქსტატი: საქართველოში ხუთსულიან ოჯახს თვეში 361.2 ლარად შეუძლია არსებობა

სიახლეები

ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში მმართველი ლიბერალური პარტია სოციალ-დემოკრატებთან დამარცხდა

 

ოპოზიციურმა სოციალ-დემოკრატიულმა პარტიამ ფინეთის საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა, ინფორმაცია ამის შესახებ ბიულეტებნების 100%-ის დათვლის შემდეგ ქვეყნის იუსტიციის სამინისტრომ გაავრცელა.

 

მეორე ადგეილზე გავიდა ასევე ოპოზიციური პარტია „ნამდვილი ფინელები“. სოციალ-დემოკრატებს ამომრჩეველთა 17,7%-მა დაუჭირა მხარი, მეორე ადგილზე გასულმა ოპოზიციურმა ძალამ კი 17,5%-იანი მხარდაჭერა მოიპოვა. მესამე ადგილზეა ნაციონალური კოალიციური პარტია - 16,9%-ით.

 

ლიბერალურმა პარტია „ფინურმა ცენტრმა“, რომელსაც პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იუჰა სიპილა ხელმძღვანელობს, მხოლოდ 13,9%-იანი მხარდაჭერის მოპოვება შეძლო და პარლამენტში 18 მანდატი დაკარგა. მეხუთე ადგილზე ასევე ოპოზიციური პარტია“მწვანეთა კავშირი“ გავიდა (11,4%).

 

სოციალ-დემოკრატების გამარჯვება მოულოდნელობა არ ყოფილა. პარტია სტაბილურად ლიდერობდა ყველა წინასწარ გამოკითხვაში. გამარჯვებულებს პარლამენტში 40 ადგილი ექნებათ. მმართველი კოალიციის ფორმირებისთვის მათ სხვა ოპოზიციურ ძალებთან თანამშრომლობა დასჭირდებათ.

 

ჯეჯერობით უცნობია, ვისთან შევა ალიანსში გამარჯვებული პარტია. სავარაუდოდ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებას ფინეთში ხანგრძლივი მოლაპარაკების პროცესი დასჭირდება. ქვეყანაში სულ 4,25 მილიონი ამომრჩეველია რეგისტრირებული, პარლამენტი კი 200 ადგილიანია. მმართველი კოალიციის შექმნას 101 მანდატი სჭირდება.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...