20:52 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
"ორბიტალური ბილბორდი" - მალე ცაში ახედვისას ვარსკვლავების ნაცვლად რეკლამებს დაინახავთ
ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილები 4.5%-ით გაიზარდა

სიახლეები

რუსული ექსპანსია აფრიკაში: "პუტინის მზარეული" აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა

 

 

ბიზნესმენ ევგენი პრიგოჟინის, რომელსაც „პუტინის მზარეულსაც“ უწოდებენ, ოფისიდან გაჟონილი დოკუმენტები აჩვენებს, როგორია რუსეთის სტრატეგია სხვა ქვეყნების შიდა საქმეებში ჩარევასთან დაკავშირებით. 

 

პუტინის პოლიტტექნოლოგების გეგმებში ყველაზე დიდი ყურადღება ეთმობა აფრიკის კონტინენტს. რუსეთი აქტიურად ცდილობს გაავრცელოს აფრიკაში ანტიდასავლური განწყობები და თავის სასარგებლოდ შეცვალოს ძალთა გადანაწილება.

 

რიგ შემთხვევაში, რუსეთი არ ერიდება აფრიკის ქვეყნებში მიძინებული ტერიტორიული კონფლიქტების ხელოვნურად გაღვივებასაც. მიუხედავად ამისა, ჯერჯერობით აფრიკაში ექსპანსიაში რუსეთს მთელი რიგი ფაქტორები უშლის ხელს.

 

სააგენტო „პროექტის“ ინფორმაციით, რომელიც ამ მასალებზე დარყდნობით პუბლიკაციას აქვეყნებს, აფრიკული ექსპანსიის კოორდინაციისთვის პრიგოჟინის ოფისის თანამშრომლებმა სანქტ-პეტერბურგში სპეციალური ცენტრი შექმნეს - „ბექ-ოფისი.“ ოფისში 10-15 თანამშრომელი მუშაობს და მათ სათავეში უდგას  პიოტრ ბიჩკოვი.

 

ქვეყნების რიცხვი, სადაც „პუტინის მზარეულს“ ინტერესები აქვს, 39-ს აღწევს. მინიმუმ 20 ქვეყანაში რუსი პოლიტტექნოლოგები აქტიურად მუშაობენ და ჩართული არიან შიდა პოლიტიკურ პროცესებში.

 

რუსული ინტერესები აფრიკასთან მიმართებაში ოფიციალურ სტატისტიკაშიც აისახა: 2017 წლის შემდეგ თითქმის ორჯერ გაიზარდა აფრიკის ქვეყნებში ჩამსვლელ რუსეთის მოქალაქეთა რაოდენობა. ეს ფაქტი განსაკუთრებით საეჭვოა იმ ფონზე, რომ ტურისტული ნაკადები აფრიკისკენ მხოლოდ 20%-ით არის გაზრდილი.

 

ბოლო პერიოდში რუსეთმა ხელი მოაწერა სამხედრო თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ დოკუმენტებს ეთიოპიასთან, ნიგერიასთან და ზომბაბვესთან.  
შეთანხმებები გულისხმობს იარაღის მიწოდებას და  კადრების მომზადებას ტერორიზმთან და მეკობრეობასთან ბრძოლაში.

 

ეს რუსეთისთვის ახალი ბაზარია, რომლისგანაც ქვეყანას, მოგების სახით, მილიარდობით დოლარის მიღება შეუძლია.

 

მსგავს სტრატეგიას საბჭოთა კავშირი იყენებდა, ცივი ომის პერიოდში. სამხედრო თანამშრომლობა ხშირად არის მიბმული სხვა ენერგეტიკულ სექტორებთანაც, როგორებიცაა: სამთოო მოპოვება,  ვაჭრობა, ოქროს გადამუშავება და ა.შ. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...