23:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Ebay-ზე ლადო გუდიაშვილის ნახატი იყიდება
რუსული ექსპანსია აფრიკაში: "პუტინის მზარეული" აფრიკის 20-ზე მეტი ქვეყნის შიდა საქმეებში ერევა

სიახლეები

"ორბიტალური ბილბორდი" - მალე ცაში ახედვისას ვარსკვლავების ნაცვლად რეკლამებს დაინახავთ

 

კომპანია StartRocket-მა თავისი ამბიციური სარეკლამო პროექტის პირველ დამკვეთს მიაგნო. საუბარია „ორბიტალურ ბილბორდზე“, რომლის პირველი დამკვეთი ამერიკული კომპანია Pepsi იქნება.

 

გიგანტურ რეკლამას ღამის ცაზე თანამგზავრების საშუალებით გამოსახავენ. გაწუხებთ მანათობელი რეკლამები ღამის გზებზე? ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია. კომპანია StartRocket-ს სურს სარეკლამო ბიზნესში ახალი სიტყვა თქვას - გამოსახოს რეკლამები ცაში მცირე ზომის თანამგზავრების საშუალებით.

 

გამომგონებელთა თქმით, დედამიწის ორბიტაზე შეიქმნება ერთგვარი „ბილბორდი“, რომელზეც 2021 წლიდან სხვადასხვა რეკლამა გაეშვება. Pepsi ახალი სერვისის პირველი მომხმარებელი იქნება და ცაში ენერგეტიკული სასმელის - Adrenaline Rush-ის რეკლამას განათავსებს.

 

„ჩვენ გვჯერა StartRocket-ის პოტენციალის. ორბიტალური ბილბორდები - ეს სარეკლამო ბაზარზე რევოლუციაა“, - განაცხადა Pepsi-ს წარმომადგენელმა რუსეთში, ოლგა მანგოვამ (StartRocket რუსული კომპანიაა).

 

ერთი რეკლამის ხანგრძლივობა დაახლოებით 6 წუთი იქნება. თანამგზავრები 400-500 კილომეტრის სიმაღლეზე იქნება განთავსებული. "ორბიტალური ბილბორდის" სარეკლამო დროის 8 საათის შეძენა, ამ ეტაპზე, 20000 აშშ დოლარი ღირს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული