00:49 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მაიკლ პომპეო: კუბამ და რუსეთმა უნდა გაიგონ, რომ მადუროს რეჟიმის მხარდაჭერას თავისი ფასი ექნება
დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების მცდელობის ფაქტზე საგამოძიებო სამსახურმა ერთი პირი დააკავა

სიახლეები

გიორგი ქობულია: „ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"

 

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია საქართველოში იტალიის ელჩ, ანტონიო ბარტოლისთან ერთად, თბილისის ტექნოპარკში ახალგაზრდა ინოვატორთა დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. კონკურსი COTEC-სა და GITA-ს შორის 2018 წელს იტალიის რესპუბლიკის პრეზიდენტის სერჯო მატარელას (რომელიც COTEC-ს საპატიო პრეზიდენტიცაა) საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში ხელმოწერილი შეთანხმების ფარგლებში ჩატარდა. 

 

„ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია, დღევანდელი დღე მნიშვნელოვანია, რადგან ვიწყებთ თანამშრომლობას იტალიის მხარესთან . იტალია ინოვაციების სფეროში ერთ-ერთი ლიდერი ქვეყანაა მსოფლიოში, ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ბევრი ვისწავლოთ იტალიისგან“, - აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დაჯილდოების ცერემონიაზე. 

 

ცერემონიაზე გიორგი ქობულიამ კონკურსში გამარჯვებული ორი ქართველი ახალგაზრდა ინოვატორი - გურამ ცირეკიძე და ნინო გრიგალაშვილი გამოავლინა, რომლებიც სამთვიან სტაჟირებას გაივლიან იტალიაში. 

 

გიორგი ქობულიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ ორ ქართველ ახალგაზრდა ინოვატორს და სტარტაპერს, საშუალება ეძლევათ, იტალიაში გაიარონ სამთვიანი სტაჟირება ძალიან მოწინავე ინოვაციურ  კომპანიებში. 

 

„ერთი მათგანი სტაჟირებას გაივლის Apple-ის ლაბორატორიაში, მეორე კი მსოფლიოს ყველაზე პრესტიჟული საავტომობილო ბრენდებისთვის სამუხრუჭე სისტემების მწარმოებელი კომპანიის  Brembo-ს ინოვაციურ ცენტრში. ეს კონკურის მხოლოდ დასაწყისია და ჩვენ იტალიასთან ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სფეროში დაწყებული თანამშრომლობა უნდა  გავაძლიეროთ“, - აღნიშნა გიორგი ქობულიამ. 

 

დღესვე თბილისის ტექნოპარკში იტალიის საელჩოს ორგანიზებით ტარდება სემინარი  თემაზე - „გადასვლა იდეიდან წარმოებაზე, ინტუიციიდან - ბიზნესზე“, ერთმანეთისგან ისეთ განსხვავებულ დარგებში, როგორიცაა მექანიკა, ინფორმატიკა, ინოვაციური მასალები თუ სიცოცხლის შემსწავლელი მეცნიერებები. სემინარზე იტალიიდან სპეციალურად ჩამოსული ინოვაციის სფეროს ექსპერტები საკუთარ გამოცდილებას გაუზიარებენ ქართველ კოლეგებს.  

 

“მხოლოდ იდეა, თუნდაც გენიალური, არ კმარა. იდეას განხორციელება სჭირდება. სემინარის იტალიელი მონაწილეები მსმენელს ჩვენი ინოვაციური ეკოსისტემის მთავარი შემადგენელი ნაწილების მნიშვნელობაზე უამბობენ და საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას გაუზიარებენ. ეს ღონისძიება იდეების გაცვლისა და იტალიასა და საქართველოს შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის პერსპექტივების განხილვის შესანიშნავი შესაძლებლობაა" - აღნიშნა იტალიის ელჩმა საქართველოში ანტონიო ბარტოლიმ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...