00:40 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
რამდენად ეფექტურია საქართველოში ბიზნესომბუდსმენის ინსტიტუტი?
გიორგი ქობულია: „ტექნოლოგიები და ინოვაციები ჩვენი ეკონომიკის განვითარების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია"

სიახლეები

მაიკლ პომპეო: კუბამ და რუსეთმა უნდა გაიგონ, რომ მადუროს რეჟიმის მხარდაჭერას თავისი ფასი ექნება

 

 

აშშ გამოიყენებს მის ხელთ არსებულ ყველა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ბერკეტს, რათა ვენესუელას უკანონო პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ პასუხი აგოს იმ კრიზისის გამო, რაც მან თავის ქვეყანას მოუტანა.

 

გარდა ამისა, აშშ ნათლად გააგებინებს კუბასა და რუსეთს, რომ მათ მადუროს დახმარებისთვის საფასურის აგდახდა მოუწევთ, აღნიშნა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მაიკლ პომპეომ.

 

„აშშ აგრძელებს პოლიტიკური და ეკონომიკური ინსტრუმენტების გამოყენებას, რათა დაეხმაროს ვენესუელელ ხალხს“, - განაცხადა პომპეომ კოლუმბიაში სიტყვით გამოსვლისას.

 

აშშ ვენესუელას წინააღმდეგ იყენებს სანქციების, ვიზების ანულირებას. პომპეოს თქმით, ყველა, ვინც მადუროს რეჟიმს უჭერს მხარს, მომავალში პასუხისგებაში მიეცეცმა კორუფციისა და დემოკრატიის წინააღმდეგ წასვლისთვის.

 

„კუბელებმა უნდა გაიგონ, რომ მადუროს რეჟიმის მხარდაჭერას თავისი ფასი ექნება. ასეთივე საუბარი გვექნება ჩვენ რუსეთთან“, - თქვა ამერიკის სახელმწიფო მდივანმა.

 

მაიკლ პომპეომ მოუწოდა ნიკოლას მადუროს, გადადგეს უკანონოდ დაკავებული თანამდებობიდან და ქვეყნის მართვა ხუან გუაიდოს გადააბაროს, თავად კი ვენესუელა დატოვოს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოში

17 ივნ 2019კვირის გრაფიკი

მეცნიერების შეფასებით დედამიწაზე კლიმატის ცვლილების ზეგავლენა საქართველოზე განსაკუთრებით მაღალი იქნება. ნოტერ დამის უნივერსიტეტის კლიმატის ცვლილების მიმართ მგრძნობელობის ინდექსის...

“ჩერნობილი” ყველაზე მაღალ-რეიტინგული სერიალია

10 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    IMDB-ს სატელევიზიო სერიალების რეიტინში ახლად გამოსულ “ჩერნობილს” 9.7 ქულით პირველი ადგილი უკავია. აღნიშნული მონაცემებით სერიალი “ჩერნობილის” რეიტინგი რიგით მომდენო სერიალის...

თურქეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მცირდება, რუსეთზე კი იზრდება

3 ივნ 2019კვირის გრაფიკი

    რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება ბოლო სამ წელიწადში გაიზარდა. ეკონომიკურ დამოკიდებულებას ამ შემთხვევაში ვზომავთ როგორც საქონლის ექსპორტიდან, ტურიზმიდან, ფულადი...