15:06 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა
ეროვნული ბანკის გაფრთხილება ფასიან ქაღალდებში ინვესტირებასთან დაკავშირებით

სიახლეები

რუსეთი NATO-სთან თანამშრომლობას სრულად წყვეტს

 

რუსეთი და NATO სრულად წყვეტენ თანამშრომლობას როგორც სამოქალაქო ისე სამხედრო ხაზით, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრ გრუშკომ.

 

მაღალჩინოსნის თქმით,  ჩრდილოატლანტიკურ ალიანსსა და რუსეთს შორის წარმოქმნილი ურთიერთობის კრიზისისი პირველი არ არის, თუმცა ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივია.

 

„სამხედრო და სამოქალაქო ხაზებით თანამშრომლობა სრულად შეწყდება. NATO-მ თავად თქვა უარი რუსეთთან ურთიერთობაში პოზიტიურ დღის წესრიგზე. ის არ არსებობს“, - განაცხადა რუსმა მაღალჩინოსანმა.

 

დიპლომატის თქმით, ალიანსში არ იციან, როგორ შეიძლება ამ ჩიხური ვითარებიდან გამოსვლა. გრუშკომ აღნიშნა, რომ ალიანსის წევრი ქვეყნები სწავლებებში სულ უფრო მეტად ზრდიან ბირთვული კომპონენტის როლს და რონ NATO-ს პოლიტიკა „რუსეთის დემონიზაციას“ ეყრდნობა.

 

მიუხედავად ამისა, გრუშკოს თქმით, რუსეთი არ გეგმავს NATO-ს დაფინანსების მარათონში აჰყვეს და სამხედრო ხარჯებით შეეჯიბროს, არამდედ დადებს ფსონს ეკონომიურ, ზუსტ და ეფექტურ ხარჯებზე.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ტურიზმის ტენდენციები საქართველოში

19 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ივლისში რუსეთიდან ტურისტული ნაკადის მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებით ივნისის თვემდე რუსეთიდან ტურისტების შემოდინება გასული წლის...

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

პოპულარული