14:01 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
პრემიერ-მინისტრი რუმინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა
ივანე მაჭავარიანი საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილეს შეხვდა

სიახლეები

ქალაქები, რომლებიც სრულად განადგურდა და მხოლოდ ისტორიას შემორჩა

 

პომპეი - ქალაქი ძველ რომში. განადგურდა 79 წლის 24 აგვისტოს ვულკან ვეზუვის ამოფრქვევის შემდეგ. საუკუნეების მანძილზე ვულკანური ფერფლით იყო დაფარული. მდებარეობს იტალიაში თანამედროვე ნეაპოლთან ახლოს.

 

სენტრეილია - ერთ დროს ულამაზესი პატარა ამერიკული ქალაქი 1962 წელს ქვანახშირის მაღაროებში გაჩენილმა ცეცხლმა გადაწვა და სრულად გაანადგურა. აქ დღემდე არავინ ცხოვრობს.

 

ჩერნობილი, საბჭოთა კავშირი - 1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარი ავარიის შემდეგ ქალაქი დაიხურა. ჩერნობილის შემოგარენში დღემდე არავინ ცხოვრობს, რადგან რადიაციული გამოსხივება ძალიან ძლიერია.

 

ბაიუ კორნე, აშშ, 2012 წელი. მარილის შახტაში კარსტის განვითარების გამო მიწაში  100 მეტრი სიგანისა და 50 მეტრი სიღრმის ორმო გაჩნდა. ერთ წელიწადში სიღრმე 230 მეტრამდე გაიზარდა. რასაკვირველია, მიმდებარე ტერიტორიიდან ქალაქის ყველა მაცხოვრებლის ევაკუაცია გახდა საჭირო.

 

იუნგაი, პერუ, 1970 წელი. პერუს სანაპიროზე მომხდარმა ძლიერმა მიწისძვრამ ქალაქი სრულად გაანადგურა. დაიღუპა იუნგაის თითქმის ყველა მაცხოვრებელი (25 ათასი ადამიანი).  მთავრობამ ქალაქის აღდგენაზე უარი თქვა და ახალი იუნგაი ძველისგან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით ააგო.

 

კენნეტი, აშშ, 1935 წელი. მდინარე საკრამენტოზე უზარმაზარი კაშხლის მშენებლობის წარუმატებელ მცდელობას, რომელიც 13 წლის განმავლობაში გრძელდებოდა, ქალაქი სრულად შეეწირა. ის წყლის ქვეშ აღმოჩნდა.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...