08:13 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს პარლამენტმა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ 2019-2020 წლების სამოქმედო გეგმა წარადგინა
ქალაქები, რომლებიც სრულად განადგურდა და მხოლოდ ისტორიას შემორჩა

სიახლეები

პრემიერ-მინისტრი რუმინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის ინიციატივით გამოვიდა

 

საქართველო რუმინეთთან ურთიერთობის სტრატეგიულ დონეზე გადაყვანის ინიციატივით გამოდის, - აღნიშნული პოზიცია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ რუმინელ კოლეგა ვასილიკა-ვიორიკა დენჩილასთან შეხვედრისას დააფიქსირა. 

 

მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ რუმინეთი საქართველოს გამორჩეული პარტნიორი და მეგობარი ქვეყანაა და ურთიერთობების სტრატეგიულ დონეზე გადაყვანა ორმხრივი ინტერესების სფეროში არსებული საკითხების უკეთ გადაწყვეტას შეუწყობს ხელს.

 

საუბრისას ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის არსებულ მაღალი დონის პოლიტიკურ დიალოგზე და ეკონომიკური თანამშრომლობის კიდევ უფრო განვითარების კუთხით არსებულ  პოტენციალზე. პრემიერ-მინისტრებმა ხაზი გაუსვეს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს და შავი ზღვის უსაფრთხოების მნიშვნელობას საერთო ევროატლანტიკური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

 

გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებისას, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ, საუბარი შეეხო კასპიის ზღვა-შავი ზღვის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობას და ამ კუთხით წინგადადგმულ ნაბიჯად შეფასდა ბუქარესტის პოლიტიკური განცხადება, რომელსაც მარტში საქართველოს, რუმინეთის, აზერბაიჯანისა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა მოაწერეს ხელი. ასევე აღინიშნა საქართველოს პორტებისა და რუმინეთის კონსტანცას პორტის თანამშრომლობის განსაკუთრებული მნიშვნელობა, რაც საქართველოსა და რუმინეთის ტერიტორიების გავლით ევროპისა და აზიის დაკავშირებისა და საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფნების დივერსიფიკაციის შესაძლებლობას იძლევა. რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას აღნიშნული ინიციატივის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

დადებითად შეფასდა ევროკავშირის საბჭოში რუმინეთის პრეზიდენტობის აქტიური ძალისხმევა, რომელიც მიმართულია ევროკავშირის დღის წესრიგში „აღმოსავლეთ პარტნიორობის" მაღალ დონეზე შენარჩუნებისკენ.

 

"რუმინეთი ევროპულ და ევროატლანტიკურ სივრცეში საქართველოს ინტეგრაციის ძალიან ძლიერი მხარდამჭერია. დარწმუნებული ვარ, საქართველო საკუთარი ძალისხმევით გახდება ევროკავშირის სრულფასოვანი წევრი და ჩვენ, როგორც ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა, მხარს დაგიჭერთ ამ გზაზე, ისევე როგორც ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში. საქართველოს წვლილი ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში შეუფასებელია, რისთვისაც მადლობას გიხდით", - განაცხადა შეხვედრისას რუმინეთის პრემიერ-მინისტრმა. 

 

საუბარი შეეხო რეგიონულ გამოწვევებს და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. პრემიერმა რუმინეთის მთავრობას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 

შეხვედრის დასრულების შემდეგ საქართველოსა და რუმინეთს შორის კულტურის სფეროში თანამშრომლობის შესახებ შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა და რუმინეთის კულტურისა და ეროვნული იდენტობის მინისტრმა ვალერ დანიელ ბრეაზმა მოაწერეს ხელი.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...

მამაკაცებს შორის მწეველთა რაოდენობით საქართველო ერთ-ერთი მოწინავეა

1 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    მამაკაცებს შორის მწეველების პროცენტული წილით საქართველო მსოფლიოში მეხუთე ადგილს იკავებს. აღნიშნული მონაცემებით საქართველოში, დაახლოებით, ყოველი მეორე 15 წელს ზემოთ მამაკაცი...

პოპულარული