23:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს
პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი იწვის - XII საუკუნის უნიკალური ინტერიერი სრულად განადგურდა (ვიდეო)

სიახლეები

ვლადიმირ ზელენსკის სახლთან ტყვიამფრქვევით შეიარაღებული დამნაშვეები დააკავეს

 

უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმირ ზელენსკის სახლთან შეიარაღებული ადამიანები დააკავეს, ინფორმაციას ამის შესახებ THC ავრცელებს. სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა. 

 

უკრაინის  შს მინისტრის მრჩეველი და უმაღლესი რადას დეპუტატი ანტონ გრეშენკო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ჯგუფი დააკავეს პრეზიდენტობის "ერთ-ერთი კანდიდატის სახლთან" და ის მძიმედ იყო შეიარაღებული: 

 

"ჯგუფს ჰყავდა ჯიპი Toyota Prado, რომლის უკანა ნაწილში სკამების ნაცვლად დამონტაჟებული იყო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი DShK. ამ ცეცხლსასროლი იარაღის სასიკვდილო მანძილი 3 კილომეტრს აღწევს", - დაწერა მაღალჩინოსანმა.  

 

მოვლენას გამოეხმაურა უკრაინის გენერალური პროკურორი იური ლუცენკოც. მან დაადასტურა ასეთი ოპერაციის ჩატარება, თუმცა უარყო, რომ დამნაშავეების სამიზნე ვლადიმირ ზელენსკი იყო. მისი თქმით, შეიარაღებული ჯგუფი ლვოველ კრიმინალურ ავტორიტეტზე თავდასხმას გეგმავდა, რომელიც ზელენსკის სიახლოვეს ცხოვრობს. 

 

სოციოლოგიური გამოკითხვები აჩვენებს, რომ ზელენსკი უკრაინის საპრეზიდენკო არჩევნების მეორე ტურში დიდი უპირატესობით იმარჯვებს: მას ემხრობა უკრაინელთა 60,8%, ხოლო პოროშენკოს მხარდამჭერთა რაოდენობა 24,5%-ს შეადგენს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული