23:48 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
დილა მშვიდობის
პოლიციამ თბილისში “ლიბერთი ბანკის“ სწრაფი ჩარიცხვის აპარატის გაქურდვის ფაქტი აღკვეთა

სიახლეები

სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო იტალიური ბანკი UniCredit აშშ-ს 1,3 მილიარდ დოლარს გადაუხდის

 

იტალიური ბანკი UniCredit ამერიკის მთავრობას 1,3 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის აშშ-ის სასანქციო პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობს მასობრივი განდგურების იარაღის გავრცელებისთვის ირიბად ხელის შეწყობასა და ირანის, კუბის, ლიბიის, სუდანისა და სირიის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას.  

 

შესაბამისი განცხადება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკის ავსტრიული, გერმანული და იტალიური ფილიალები  უწყებას 611 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიან. 

 

აშშ-ის საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, 2007-2011 წლებში ბანკმა 2 ათსზე მეტი ტრანსზაქცია განხორციელა, რომელიც წინააღმდეგობაში იყო ამერიკის სასანქციო რეჟიმთან.  აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ, თვის მხრივ, ბანკი 158 მილიონი აშშ დოლარით დააჯარიმა. საერთო ჯამში, სხვადასხვა უწყებების მიერ დაწესებულმა ჯარიმებმა ბანკისთვის 1,3 მილიარდ აშშ დოლარს მიაღწია. 

 

UniCredit მსხვილი ბანკია, რომელსაც ფილიალები მსოფლიოს 18 სხვადასხვა ქვეყანაში აქვს. ის ამ თანხის გადახდას უკვე დასთანხმდა. გასულ წელს აშშ-ის მარეგულირებელმა ორგანოებმა თითქმის ანალოგიური თანხით დააჯარიმეს ფრანგული Societe Generale, რომელსაც ასევე სასანქციო რეჟიმის დარღვევაში ედებოდა ბრალი. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული