14:44 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი შემცირდა
სასანქციო რეჟიმის დარღვევის გამო იტალიური ბანკი UniCredit აშშ-ს 1,3 მილიარდ დოლარს გადაუხდის

სიახლეები

დილა მშვიდობის

დილა მშვიდობის

16 აპრ 2019სხვა

 

დილის საკითხავი

 

უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატის, ვლადიმირ ზელენსკის სახლთან შეიარაღებული ადამიანები დააკავეს, ინფორმაციას ამის შესახებ THC ავრცელებს. სპეცოპერაციის დროს არავინ დაშავებულა. უკრაინის შს მინისტრის მრჩეველი და უმაღლესი რადას დეპუტატი ანტონ გრეშენკო Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე წერს, რომ ჯგუფი დააკავეს პრეზიდენტობის "ერთ-ერთი კანდიდატის სახლთან" და ის მძიმედ იყო შეიარაღებული: "ჯგუფს ჰყავდა ჯიპი Toyota Prado, რომლის უკანა ნაწილში სკამების ნაცვლად დამონტაჟებული იყო მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევი DShK. ამ ცეცხლსასროლი იარაღის სასიკვდილო მანძილი 3 კილომეტრს აღწევს", - დაწერა მაღალჩინოსანმა.

იტალიური ბანკი UniCredit ამერიკის მთავრობას 1,3 მილიარდ აშშ დოლარს გადაუხდის აშშ-ის სასანქციო პირობების დარღვევის გამო, რაც გულისხმობს მასობრივი განდგურების იარაღის გავრცელებისთვის ირიბად ხელის შეწყობასა და ირანის, კუბის, ლიბიის, სუდანისა და სირიის სახელმწიფო ინსტიტუტებთან თანამშრომლობას. შესაბამისი განცხადება აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ გაავრცელა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბანკის ავსტრიული, გერმანული და იტალიური ფილიალები უწყებას 611 მილიონ აშშ დოლარს გადაუხდიან. აშშ-ის საგამოძიებო სამსახურების ინფორმაციით, 2007-2011 წლებში ბანკმა 2 ათსზე მეტი ტრანსზაქცია განხორციელა, რომელიც წინააღმდეგობაში იყო ამერიკის სასანქციო რეჟიმთან.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1989 წელს დაბადებული ი.გ. ქურდობის მცდელობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ბრალდებული ფონიჭალაში იმ დროს დააკავა, როდესაც იგი „ლიბერთი ბანკის“ ჩასარიცხი აპარატის გაქურდვას ცდილობდა.

2019 წელს სახელმწიფო აგროდაზღვევის პროგრამის განხორციელებას აგრძელებს. ► წინა წლების მსგავსად ყველა კულტურაზე, გარდა ვაზისა, სახელმწიფოს მხრიდან თანამონაწილეობა კვლავ იქნება 70%; ვაზზე 50%. ► აგროდაზღვევის პროგრამის ფარგლებში, სადაზღვევო პოლისი ფარავს შემდეგ სადაზღვევო რისკებს: • სეტყვა • წყალდიდობა • ქარიშხალი • საშემოდგომო ყინვა.

უკრაინის პარლამენტის დეპუტატი ნადეჟდა სავჩენკო, რომელიც უკრაინაში სახელმწიფო გადატრიალების მცდელობისა და ტერაქტის მომზადებისთვის გასული წლის მარტში დააკავეს, პატიმრობიდან გათავისუფლდა. კიევის ოლქის ბროვარსკის რაიონის სასამართლომ დაადგინა, რომ სავჩენკო უნდა გათავისუფლებულიყო, რამდენადაც 16 აპრილს მისი წინასწარი პატიმრობის მაქსიმალური ვადა ამოიწურა. სავჩენკოსთან ერთდ გათავისუფლდა ტყვეთა გათავისუფლების ცენტრის "ოფიცერთ კორპუსის" ყოფილი ხელმძღვანელი ვლადიმირ რუბანი, რომელიც სავჩენკოს თანამებრძოლია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ ცხოვრობენ აფხაზეთში?!

22 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    დღევანდელი აფხაზეთი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი რეგიონია. ე.წ აფხაზეთის სახელმწიფოს სტატისტიკის სამართველოს მონაცემებით, აფხაზეთის მშპ ერთ სულ მოსახლეზე $2127-ია და ამ...

არცერთი ქართული უნივერსიტეტი მსოფლიოს საუკეთესო1000 უნივერსიტეტში

15 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    განათლების ხარისხის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საზომი არის, თუ რამდენად კონკურენტუნარიანი არიან სასწავლებლები. QS მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგის მონაცემებით, საქართველოდან...

აფრიკა თუ ევროპა: სოფლად დასაქმებულთა რაოდენობა საქართველოში

8 აპრ 2019კვირის გრაფიკი

    საქართველოში ყოველი 100 დასაქმებულიდან 41 სოფლის მეურნეობაში არის დასაქმებული. ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპაში, სადაც საშუალოდ სოფლის მეურნეობაში მთლიანი დასაქმებულთა...