სიახლეები
ბრიტანეთში 18 წლამდე მოზარდებს სოციალურ ქსელებში "ლაიქის" დაწერის უფლება აღარ ექნებათ
არსებობს შანსი, რომ 18 წლამდე ადამიანებს დიდ ბრიტანეთში Facebook-სა და Instagram-ზე "ლაიქის" დაწერის უფლება ჩამოართვან. Times-ის ინფორმაციით, ეს ზომა მიმართულია ბავშვებისა და მოზარდების სოციალური ქსელების მავნე ზემოქმედებისგან დაცვისკენ.
ახალი წესები შეეხება როგორც ბრიტანულ, ისე უცხოურ IT კომპანიებს, რომლებიც დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე ფუნქციონირებენ. საერთო ჯამში, ყველა ზომა, რასაც დიდი ბრიტანეთი სოციალურ ქსელებთან მიმართებაში მიიღებს, მიმართულია იმ დროის შესამცირებლად, რასაც თინეიჯერები აპლიკაციებთან და კომპიუტერთან ატარებენ.
გარდა ამისა, Times-ის ცნობით, რეგულაცია შეიცავს პუნქტებს, რომლებიც ტექნოლოგიურ კომპანიებს აუკრძალავს კომერციული მიზნებისთვის პირადი მონაცემების გამოყენებასა და 18 წლამდე ასაკის მომხმარებლის ადგილმდებარეობის განსაზღვრას.
ტექნოლოგიური კომპანიები, რომლებიც ამ მოთხოვნებს დაარღვევენ, დაჯარიმდებიან წლიური ბრუნვის 4%-ით. Facebook-ის შემთხვევაში ეს ჯარიმა 2,2 მილიარდ დოლარს მიაღწევს.
სააგენტო აღნიშნავს, რომ თუ პარლამენტი მას მოიწონებს, მოთხოვნები ძალაში წელსვე შევა, რის შემდეგად უამრავ IT კომპანიას ბრიტანეთის ბაზრის დატოვება მოუწევს. შესაბამისი რეგულაციების კოდექსი, რომელიც, საერთო ჯამში, 16 რეგულაციას შეიცავს, ბრიტანეთის საინფორმაციო კომისრის ოფისმა (ICO) მოამზადა - ქვეყნის მთავარმა რეგულატორმა.
მსგავსი სიახლეები

6 აგვ 2019ტექნოლოგიები
სამსუნგ გალაქსის ღონისძიება „Unpacked” ხვალ გაიმართება

25 ივნ 2019ტექნოლოგიები
Facebook-ს გლობალური ვალუტის შექმნა სურს

27 აპრ 2019ტექნოლოგიები
პანიკა 5G ქსელთან დაკავშირებით - იწვევს თუ არა ახალი თაობის მობილური ინტერნეტი სიმსივნეს?
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში
18 იან 2021კვირის გრაფიკი
ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...
კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იან 2021კვირის გრაფიკი
მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...
სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იან 2021კვირის გრაფიკი
უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...
პოპულარული

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინების შესყიდვები მსოფლიოში
28 დეკემბერი, 2020კვირის გრაფიკი

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა
4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში
11 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი

