08:29 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
მაია ცქიტიშვილი: "წელს პირველად, სპეციალურად საგზაო უსაფრთხოებისთვის, გამოვყავით დაახლოებით 9 მილიონი ლარი"

სიახლეები

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება

 

საქართველოში ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯის გახსნა იგეგმება, სადაც სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის ძირითად პროფესიებს ასწავლიან.

 

კოლეჯის დაარსებასთან დაკავშირებით,  საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს,  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციასა და შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯია”-ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

 

მემორანდუმს  ხელი საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა გიორგი ქობულიამ,  საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მარიამ ქვრივიშვილმა და  შპს “მაკინერნი ჰოსპიტალიტი ინტერნეშენალ ჯორჯიას” დირექტორმა  მაია წერეთელმა მოაწერეს.

 

ტურიზმის საერთაშორისო კოლეჯი ყოველწლიურად სასტუმრო, სარესტორნო და კულინარიული ბიზნესის 2 000-მდე სპეციალისტს მოამზადებს.

 

მემორანდუმის  მიზანია ქვეყნის შიდა და საერთაშორისო  ტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და მომსახურების სფეროს გაუმჯობესება 2015-2025 წლების ტურიზმის ეროვნულ სტრატეგიასთან შესაბამისობით.

 

კოლეჯში სასწავლო კურსები ქართულ და ინგლისურ ენებზე  გაიმართება. აშშ-ის სასტუმროებისა და განთავსების ასოციაციის სასწავლო ინსტიტუტის (AHLEI) სერთიფიცირებული კურსებისა და ევროპის წამყვანი ტურიზმის სკოლების კურსების მიხედვით შემუშავდება სპეციალური სასწავლო პროგრამა.

 

GNTA-სთან მჭიდრო თანამშრომლობით კოლეჯისთვის ვებ-გვერდი შეიქმნება.

 

მემორანდუმის ხელმოწერას საქართველოში შვეიცარიის, საფრანგეთისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების ელჩები დაესწრნენ, ასევე საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების ADA-ს,  GIZ-ის, USAID-ის (zrda project) და კერძო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 „პროექტის მნიშვნელობიდან გამომდინარე მოხარულები ვართ, რომ დღეს ჩვენთან არიან მოწინავე დონორი ორგანიზაციები, ელჩები და კერძო სექტორის წარმომადგენლები.

 

ტურიზმის განვითარების მიზნით გვჭირდება ბევრად უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება, შესაბამისად განათლება არის უმთავრესი პრიორიტეტი, აქედამ გამომდინარე დღეს ხელი მოეწერა მემორანდუმს, რომლის მიხედვითაც დაფუძნდება საერთაშორისო დონის საგანმანათლებლო პლათფორმა ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი ჩვენი ქვეყნის ტურიზმის განვითარებისათვის, ჩვენი მოსახლეობისათვის. მათ საშუალება ექნებათ, გაიარონ გადამზადების კურსები და  საერთაშორისო სერთფიკატები მიიღონ.“ -განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული