08:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ემანუელ მაკრონი: პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 5 წელიწადში აღდგება
პრემიერი ბულგარეთიდან: შევთანხმდით და შევაჯერეთ პოზიციები მთელ რიგ მნიშვნელოვან ეკონომიკურ საკითხებზე

სიახლეები

მთიანაჭარაში 124%-ით მეტმა ტურისტმა იმოგზაურა

 

 

მთიანაჭარაში მოგზაურების რაოდენობა გაზრდილია. გასული წლის მონაცემებით, აჭარის მუნიციპალიტეტებში ეკო და სოფლად არსებულ ტურისტულ მარშრუტებზე 244, 478 ვიზიტორმა იმოგზაურა, რაც 2017 წლის მონაცემებს 124%-ით აღემატება. მოგზაურების სტატისტიკა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ კვების, განთავსებისა და ტურისტული ატრაქციების მიერ მოწოდებულ ინფორმაციებზე დაყრდნობით მოამზადა.

 

2018 წელს, ტურისტული მარშრუტებიდან რაოდენობრივად ყველაზე მეტი, 104,702 მოგზაური ქობულეთის მუნიციპალიტეტს სტუმრობდა, რაც 2017 წლის მონაცემებზე 38%-ით მეტია. ვიზიტორების უმრავლესობამ მუნიციპალიტეტში ყოფნისას ეროვნული პარკები და ტურისტული ღირსშესანიშნაოებები მოინახულა. მოგზაურთა პროცენტული ზრდით გამოირჩეოდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი. გასულ წელს, მაჭახელასა და მირვეთის ტურისტულ მარშრუტებზე  112%-ით მეტმა,  27, 157 ვიზიტორმა იმოგზაურა.

 

·         +38% - ქობულეთის ტურისტული მარშრუტები

 

·         +112% - ხელვაჩაურის ტურისტული მარშრუტები

 

·         +12% - ქედის ტურისტული მარშრუტები

 

·         +31% - ხულოს ტურისტული მარშრუტები

 

·         +26% - შუახევის ტურისტული მარშრუტები

 

ჯამში, 2018 წელს, მთიანი აჭარის საოჯახო-სასტუმრო სახლების სერვისებით წინა წელთან შედარებით 139%-ით მეტმა მოგზაურმა ისარგებლა. ტურისტული სერვისები ღამისთევას, კვებასა და მასტერკლასებით სარგებლობას ითვალისწინებდა.

 

„მთიანაჭარაში მოგზაურთა რაოდენობა ყოველწლიურად მნიშვნელოვნად იზრდება, რაც ნიშნავს, რომ რეგიონში მყოფი ტურისტებისთვის აჭარა მხოლოდ ზღვასთან აღარ ასოცირდება. ისინი აქტიურად სტუმრობენ ყველა იმ ტურისტულ მარშრუტსა თუ ადგილს, რომლის განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ბოლო წლებია ვმუშაობთ. ჩვენი მთავარი მიმართულებაა ეკო და სოფლად ტურისტული მარშრუტების განვითარება და ახალი საინტერესო მიმართულებების შექმნა, თემატური ფესტივალების ჩატარება, გიდებისა და ტურისტული სააგენტოებისთვის გაცნობითი ტურების ორგანიზება და აჭარის მთებში მოგზაურობის პოპულარიზაცია,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს დირექტორმა თინათინ ზოიძემ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ფულადი გზავნილები საქართველოში

20 მაი 2019კვირის გრაფიკი

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წელს საქართველოში საზღვარგარეთიდან ჩაირიცხა 1.5 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ფულადი გზავნილი. მთლიანი ოდენობის დაახლოებით...

საშუალო ხელფასები საქართველოში და საზღვარგარეთ

13 მაი 2019კვირის გრაფიკი

    როგორ შეედრება საქართველოში არსებული ხელფასები უცხოეთში არსებულ ხელფასებს? საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში დაქირავებით დასაქმებული მუშაკის საშუალო თვიური ხელფასი...

სიღარიბის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში მეორეა

6 მაი 2019კვირის გრაფიკი

      მსოფლიო ბანკის მონაცემებით, 2017 წელს საქართველოში მოსახლეობის პროცენტული წილი, რომელიც დღეში $1.90-ზე ნაკლები თანხით (დაკორექტირებული მსყიდველობითურიანობის მაჩვენებლით)...

პოპულარული