04:45 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს თანაინვესტირების ფონდს ახალი დირექტორი ჰყავს
ოლიმპიურ სტადიონზე დებატები 19 აპრილს შედგება - პოროშენკო ზელენსკის მიერ შეთავაზებულ თარიღს დასთანხმდა

სიახლეები

მარიამ ჯაში: ესტონეთში კარგად აპრობირებული, ინტერაქტიული სწავლების მეთოდი საქართველოს 200-მდე სკოლაში წლის ბოლომდე დაინერგება

 

პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშისსიპ. ალექსანდრე ცინცაძის სახელობის თბილისის 150-ე სკოლას ეწვია სადაც გაეროს ბავშვთა ფონდის, ესტონეთისა და საქართველოს მთავრობების სამწლიანი პარტნიორობის საპილოტე პროგრამა ხორციელდება.

 

პროგრამა მიზნად ისახავს განათლების სფეროში მაღალკვალიფიციური კადრების შექმნას, რაც ითვალისწინებს ბავშვებისთვის სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას. ბავშვები ინოვაციური მეთოდოლოგიით - თამაშისა და ციფრული რესურსების გამოყენებით სწავლობენ, რაც პროცესს უფრო სახალისოს ხდის.

 

კომიტეტის თავმჯდომარე გაეროს ბავშვთა ფონდის რეგიონალურ დირექტორთან და ესტონეთის ელჩთან ერთად დაესწრო ინოვაციური მეთოდით ჩატარებულ გაკვეთილს.

 

„150-ე სკოლაში ინერგება საპილოტე პროექტი, რომელიც მოიცავს უფრო მეტად საინტერესო ტექნოლოგიების გამოყენებას, რომ სკოლებში ბავშვები უფრო აქტიურად იყვნენ ჩართულები სასწავლო პროცესში. ძალზედ საინტერესო ინიციატივაა ის, რომ აღნიშნული პრაქტიკა უკვე 50 სკოლაში ვრცელდება და ვფიქრობ წლის ბოლომდე 200-მდე სკოლა იქნება ჩართული. დღეს, ვიყავით მომსწრე გაკვეთილის, რომელიც ძალიან საინტერესოა ბავშვთა ჩართულობის თვალსაზრისით.

 

პრაქტიკულად თითოეულ მოსწავლეს ჰქონდა თანაბრად მონაწილეობის საშუალება სასწავლო პროცესში, რაც მათი ჩართულობისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია. ინტერაქტიული სწავლების მეთოდი არის ის წარმატებული პრაქტიკა, რომელიც ესტონეთში წლებია უკვე ინერგება და სწორედ დღეისათვის საქართველოში უკვე ჩვენ ვიწყებთ ესტონეთში კარგად აპრობირებული მეთოდის დანერგვას უკვე საქართველოს კონტექსტში“, - განაცხადა მარიამ ჯაშმა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველო და კორონავირუსის ტესტის პოზიტიურობა

1 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოს ევროპის ქვეყნებს შორის კორონავირუსის პოზიტიურობის ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. პოზიტიურობის მაჩვენებელი არის შეფარდება ინფიცირებულთა რიცხვსა და...

როგორ მოქმედებს სამთავრობო ღონისძიებების სიმკაცრე კორონავირუსის შემთხვევებზე?

25 მაი 2020კვირის გრაფიკი

       მთავრობების მიერ გატარებული ღონისძიებების სიმკაცრე არაერთგვაროვნად მოქმედებს კორონავირუსის გავრცელებაზე. ოქსფორდის უნივერსიტეტის 100-ზე მეტი მკვლევარის მიერ შედგენილ იქნა...

ფულადი გზავნილების ვარდნა აპრილში

18 მაი 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოში გასულ ორ თვეში ჩარიცხულმა ფულად გზავნილებმა მკვეთრი შემცირება განიცადა წინა წელთან შედარებით. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით საქართველოში 2020 წლის...