სიახლეები
საქართველოში ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2018 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 205.7 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 6.6 პროცენტით ჩამორჩება.
მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 53.1 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 152.6 ათასი ჰექტარი შეადგინა.
ერთწლიანი კულტურების ნათეს ფართობში ყველაზე დიდი წილი სიმინდს უკავია, რომლის ნათესმა ფართობმა 72.4 ათასი ჰექტარი შეადგინა. ხორბლის ნათესი ფართობი 44.0 ათასი ჰექტარი იყო, ქერის - 26.9 ათასი ჰექტარი, კარტოფილის - 17.1 ათასი ჰექტარი, ერთწლიანი და მრავალწლიანი ბალახების - 16.2 ათასი ჰექტარი, ბოსტნეულის - 12.4 ათასი ჰექტარი, ხოლო დანარჩენი კულტურების ჯამური ნათესი ფართობი 16.7 ათას ჰექტარს შეადგენდა.
ქვემოთ მოცემულ დიაგრამაზე წარმოდგენილია ერთწლიანი კულტურების ნათესი ფართობების სტრუქტურა კულტურების მიხედვით.
მსგავსი სიახლეები

12 მაი 2019სოფლის მეურნეობა
მამუკა ბახტაძე - სამეგრელო ზემო-სვანეთის რეგიონს აქვს უნიკალური პოტენციალი, იყოს წარმატებული სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებით

9 მაი 2019სოფლის მეურნეობა
აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღინისძიებები გრძელდება

7 მაი 2019სოფლის მეურნეობა
ოზურგეთში ქართული ჩაის პირველი ფესტივალი გაიმართა
კვირის გრაფიკი
განათლებაზე გაწეული ხარჯები და განათლების ხარისხი
22 თებ 2021კვირის გრაფიკი
როგორც განათლების ხარისხით ასევე განათლებაზე გაწეული ხარჯებით საქართველო დანარჩენ მსოფლიოსთან შედარებით აუტსაიდერია. რაც უფრო მეტს ხარჯავს სახელმწიფო თითოეული მოსწავლის...
ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებ 2021კვირის გრაფიკი
ისრაელში მოსახლეობის ვაქცინაციასთან ერთად კორონავირუსის ყოველდღიური შემთხვევების კლება აღინიშნება. Ourworldindata-ს მონაცემებით, ისრალეში ბოლო ორი კვირის განმავლობაში...
რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებ 2021კვირის გრაფიკი
ერთ მასწავლებელზე მოსწავლეთა საშუალო რაოდენობის მიხედვით საქართველოს მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დაბალი მაჩვენებელი აქვს. Ourworldindata-ს 2014 წლის მონაცემებით, საქართველოში თითოეულ...
პოპულარული


ვაქცინაცია და კოვიდის ზრდის ტემპები ისრაელში
15 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

ასაკი და კოვიდ სიკვდილიანობა
1 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

რამდენ მოსწავლეს ასწავლის ერთი მასწავლებელი?
8 თებერვალი, 2021კვირის გრაფიკი

მაია ბითაძე - ტყის კოდექსი ეფექტიანად უნდა ავამოქმედოთ
10 თებერვალი, 2021პოლიტიკა
