12:25 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: კვიპროსთან სამ ძირითად ეკონომიკურ სფეროში ველოდებით ურთიერთობის გაღრმავებას
ქრთამის მიცემის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სიახლეები

Time: 9 ყველაზე გავლენიანი ბიზნესმენი მსოფლიოში

 

ჟურნალმა Time მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი 9 ბიზნესმენი გამოყო, მათგან 6 მილიარდერია. ამერიკული ჟურნალი შეეცადა პასუხი გაეცა კითხვაზე "ვინ წერს ისტორიას?" და გამოაქვეყნა 100 ყველაზე გავლენიანი ადამიანის სია, რომელშიც ბიზნეს სფეროს 9 წარმომადგენელი მოხვდა. 

 

სია გაყოფილია 5 კატეგორიად: "დებიუტი", "ხელოვანები", "ლიდერები", "კუმირები" და "ტიტანები". 

 

რასაკვირველია, სამყაროს ყველაზე გავლენიან ბიზნესმენებს შორის არის Facebook-ის დამაარსებელი, 34 წლის მარკ ცუკერბერგი, რომელმაც, მილიარდერ შონ პარკერის შეფასებით (Time-ის სიას შეფასებები ახლავს თან), მსოფლიო იმაზე მეტად შეცვალა, ვიდრე ნებისმიერმა სხვამ. 

 

სიაში მოხვდა The Walt Disney-ს ხელძღვანელი ბობ აიგერი, რომელიც კინოინდუსტრიას ტრენდებს კარნახობს და ჟენ ჩჟენფეი -კომპანია Huawei-ს დამაარსებელი, - კომპანიის, რომლის გავლენა სწრაფი ტემპით იზრდება და ეს საკითხი აშშ-სა და ჩინეთს შორის მიმდინარე ტექნოლოგიური ცივი ომის ერთ-ერთი საფუძველია. 

 

Time-ის რეიტინგშია Rent The Runway-ს (დიზაინერული ბრენდების ინტერნეტ გაყიდვების კომპანია) დამაარსებელი და გენერალური დირექტორი ჯენიფერ ჰაიმანი. 

 

რეიტინგში მოხვდნენ ინდოეთის უმდიდრესი ადამიანი და Reliance Industries Ltd-ის მფლობელი მუკეშ ამბანი და მედიაკომპანია ByteDance-ის (თვეში 1 მილიარდი აქტიური მომხმარებელი ჰყავს) მფლობელი ჩჟან იმინი. 

 

გარდა ამისა, ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ბიზნესმენად ჟურნალმა ვენჩურული ინვესტორი და Cowboy Ventures-ის დამაარსებელი აილინ ლი მიიჩნია. სიაში არიან Juul Labs-ის დამაარსებლები - ადამ ბოუელი და ჯეიმს მონსიზი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

მსოფლიო და ინტერნეტი

6 ივლ 2020კვირის გრაფიკი

       მსოფლიოს მოსახლეობის ნახევარს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან. მსოფლიო ბანკის მონაცემების მიხედვით მსოფლიოს მოსახლეობის 49.7% არის ინტერნეტის მომხარებელი ან მობილური მოწყობილობის...

კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა მსოფლიოში

29 ივნ 2020კვირის გრაფიკი

  კორონავირუსით დაავადების შემთხვევების რაოდენობამ ათ მილიონს გადააჭარბა. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცმებით 28 ივნისის ჩათვლით მსოფლიოში დაფიქსირებულია კორონავირუსის 10,111,259...

კორონავირუსი და მშპ-ს რეალური ზრდა

22 ივნ 2020კვირის გრაფიკი

       საქართველოშირეალური მშპ  პირველ კვარტალში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2.7%-ით შემცირდა. აღნიშნული კლება აღემატება ევროპის საშუალო კლებას (-2.2%). რეალური მშპ-ს...