00:53 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
უახლოეს მომავალში დოლარის მკვეთრი გამყარებაა მოსალოდნელი
იზრდება თუ არა ხილის წარმოება საქართველოში?

სიახლეები

შოთა გულბანი: ქართული კომერციული ბანკების მენეჯმენტს და მფლობელებს აქვთ არასწორი ბიზნეს მოდელი არჩეული

 

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი შოთა გულბანი სარეიტინგო კომპანია Fitch-ის უმსხვილესი მიერ ქართული ბანკებისთვის რეიტინგის გაუარესების ფაქტს აფასებს.

 

როგორც შოთა გულბანი საკუთარ facebook გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში აღნიშნავს, ამის მიზეზი ის გახლავთ, რომ ქართული კომერციული ბანკების მენეჯმენტს და მფლობელებს აქვთ არასწორი ბიზნეს მოდელი არჩეული:

 

"გლობალურმა სარეიტინგო კომპანია Fitch-მა ორ წამყვან ქართულ ბანკს, „თი ბი სი“-ს და „საქართველოს ბანკს“ რეიტინგი გაუუარესა, პოზიტიურიდან სტაბილურამდე. ძირითად მიზეზად დაასახელა სწრაფი საცალო სესხების ზრდით და საგანგაშოდ მაღალი მოცულობით უცხოური ვალუტით დაკრედიტების ზრდის შედაგად გამოწვეული რისკები. 

 

ამ ამბავში მთავარი ის არის, რო ვინმე კიარ ებრძვის ბანკებს და ვინმეს კიარ უნდა ქართული ბანკების წარუმატებლობა, არამედ თავად ქართული კომერციული ბანკების მენეჯმენტს და მფლობელებს აქვთ არასწორი ბიზნეს მოდელი არჩეული, რომელიც მოკლევადიანი და მაღალ პროცენტიანი სესხების გაცემაზეა ორიენტირებული, რომ რაც შეიძლება სწრაფად და რაც შეიძლება დიდი მოცულობით ნახოს მოგება. ამაში გასაკვირი არც არის რამე, ბიზნესია და მოგებაზე მუშაობს ვერ შეედავები, მაგრამ უფრო გონივრული იქნებოდა მათი მხრიდან მოგების მიღების გრძელვადიან სტრატეგიაზე გათვლა, რაც მეტწილად ბიზნეს სესხების გაცემაზე უნდა იყოს ორიენტირებული და არა მაცივრების და გაზქურების განვადებებით. 

 

„საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ ფაქტობრივად აღიარა და დაადასტურა სებ-ის რეგულაციების საჭიროება საფინანსო სექტორში, როცა შემოსავლის დაუდასტურებლად საცალო სესხების ექსპანსია ეკონომიკისთვის გრძელვადიან პერიოდში მხოლოდ სისტემური რისკების გამომწვევი შეიძლება იყოს. რეგულაციების ზეგავლენის პირველადი შოკი კი არც ისე საგანგაშო აღმოჩნდა როგორც სურათი იყო დახატული. სისტემფორმირებადი ბანკების, თიბისის და საქართველოს საკრედიტო დაბანდება გაზრდილია შესაბამისად 158 და 131 მილიონით", - წერს შოთა გულბანი.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

18 იან 2021კვირის გრაფიკი

            ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

პოპულარული

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი