00:23 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
გიორგი ქობულია: „ქართველ მეზღვაურებს უდიდესი წვლილი შეაქვთ ეკონომიკაში"
შოთა გულბანი: ქართული კომერციული ბანკების მენეჯმენტს და მფლობელებს აქვთ არასწორი ბიზნეს მოდელი არჩეული

სიახლეები

უახლოეს მომავალში დოლარის მკვეთრი გამყარებაა მოსალოდნელი

 

სავალუტო ბაზარზე გავრცელებულია ხმები დოლარის შესაძლო გამყარებასა და ოქროს გაიაფებასთნ დაკავშირებით. ორშაბათის შემდეგ Bloomberg-ის დოლარის ინდექსი გაიზარდა, მიუხედავად იმისა, რომ ფედერალური სარეზერვო სისტემის  საწარმოო სექტორის ანგარიში საკმაოდ სუსტი გამოდგა.  

 

ეს მნიშვნელოვანი სიახლეა:  ბოლო კვირაში ამერიკულმა ვალუტამ გასაოცარი სიმყარე გამოავლინა და შეინარჩუნა კურსი, მიუხედავად იმისა, რომ არსებობდა მისი გაუფასურებისთვის საჭირო გარემოებები. დოლარის დინამიკა არღვევს აქამდე არსებულ კავშირებს და ზრდის მოულოდნელობის ფაქტორს. 

 

გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ ამჟამად დოლარის მიმართ განწყობა 2019 წლის განვლილ პერიოდთან შედარებით მაქსიმალურად ნეგატიურია. ჰეჯ-ფონდები და სხვა მსხვილი სპეკულიანტები იხდიან უფრო მეტს დოლარის კურსის შემცირებისგან თავის დაცვისთვის, ვიდრე ამას ევროსთნ ან სხვა ვალუტებთან მიმართებაში აკეთებენ. ეს ნიშნავს, რომ დოლარზე ზეწოლა ახლა მაქსიმალურია და ნებისმიერ პოზიტიურ სიახლეს ამ ვითარების აგრესიული ფორმით შეცვლა შეუძლია. 

 

მთავარი ისაა, რომ ბაზრებისთვის დოლარის ზრდა ცალსახად პოზიტიური სიახლე არ არის. IV კვარტალში აქციების მასშტაბური გაყიდვები სწორედ დოლარის კურსის გამყარებასთან იყო კავშირში, რაც ფედერალური რეზერვების რიტორიკამ გამოიწვია. მას შემდეგ ფასიანმა ქაღალდებმა პოზიციები აღიდგინა, თუმცა ინვესტორები დოლარს ახლა "მიკროსკოპით" აკვირდებიან. 

 

S&P Global Ratings-ის ინფორმაციით, S&P 500 ინდექსში შემავალი კომპანიების შემოსავლის 30% მოდის კომპანიებზე, რომლებიც აშშ-ის გარეთ მოღვაწეობენ. S&P Dow Jones Indice-ის ანალიტიკოსი ჯოდი გინზბერგი მიიჩნევს, რომ S&P 500 დოლარის ვარდნით 3,7-ჯერ უფრო მოგებული რჩება, ვიდრე დოლარის ზრდით. ასე და ამგვარად,  ძლიერი დოლარი აქციებისთვის ე.წ. "დათვის ბაზრის" ვითრებას ქმნის. 

 

ასევე შესაძლოა დოლარმა მხარდაჭერა მიიღოს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდების შემოსავლის ზრდისგან. 10 წლიანი ვადიანობის სახაზინო ფასიანი ქაღალდების შემოსავლის პროცენტმა აშშ-ში 2,59%-ს მიაღწია. სამი კვირის წინ ეს მაჩვენებელი 2,34%-ს არ აღემატებოდა. ამ შემოსავლის ზრდა, როგორც წესი, დაკავშირებულია ბაზარზე იმ იდეის გაძლიერებასთან, რომ ეკონომიკა მოსალოდნელზე ძლიერი აღმოჩნდა და რეცესია მოსალოდნელი სულაც არ არის. 

 

ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ეკონომიკური პროგნოზი უმნიშვნელოდ შეამცირა. მაგრამ რა ხდება სინამდვილეში ამერიკის ეკონომიკაში? რეალურად, ფაქტორების უმეტესობა, რომლებმაც პირველ კვარტალში ეკონომიკაზე ზეწოლა მოახდინეს, დროებითია. ეკონომიკური ზრდის ტემპის შემცირების ტენდენცია ნელდება. მოსალოდნელია, რომ უახლოეს მოამვალში დოლარი კიდევ უფრო გამყარდება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოში

18 იან 2021კვირის გრაფიკი

            ვაქცინაციის ტემპები ქვეყნებს შორის საგრძნობლად განსხვავდება ერთმანეთისგან. Ourworldindata-ს ყოველდღიური მონიტორინგის მონაცემებით მსოფლიოს 50 ქვეყანაში ვაქცინაცია დაწყებულია...

კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კამპანია მსოფლიოში

11 იან 2021კვირის გრაფიკი

            მართალია ისტორიაში ყველაზე დიდი გლობალური ვაქცინაციის კამპანია მიმდინარეობს, ვაქცინაზე ადექვატური წვდომა ძირითადად მხოლოდ შეძლებულ ქვეყნებს აქვთ. Bloomberg-ის მონაცემებით...

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იან 2021კვირის გრაფიკი

            უფრო მდიდარ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანები უფრო ნაკლებ დროს ატარებენ სამუშაოზე. Ourworldindata-ს მიხედვით ქვეყნებში სადაც წლიურად ნამუშევარი საათების რაოდენობა ნაკლებია 1700-ზე...

პოპულარული

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

სოციალური კეთილდღეობა და სამუშაო ძალა

4 იანვარი, 2021კვირის გრაფიკი