სიახლეები
მაია ცქიტიშვილი: ჩვენი ინტერესია, ჰესების ექსპლუატაციის დროს მოხდეს ატიური მონიტორინგი
პანკისის ხეობის ახალგაზრდობის, ქალთა და უხუცესთა საბჭოების წარმომადგენლებთან საქართველოს მთავრობის წევრების შეხვედრა სოფელ დუისის კულტურის სახლში დასრულდა.
ხეობის მცხოვრებლებს ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა, კახეთის გუბერნატორი და თვითმმართველობის წევრები შეხვდნენ.
მაია ცქიტიშვილი პანკისის ხეობაში ერთი კვირის წინაც იმყოფებოდა. ადგილობრივი მოსახლეობისთვის აქტუალურ საკითხებზე კონკრეტული პასუხების გასაცემად, ვიცე-პრემიერი ამჯერად მთავრობის სხვა წევრებთან და სხვადასხვა დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩავიდა.
“დღეს ვისაუბრეთ ძალიან ბევრ საკითხზე. ჰესების თემა იყო ერთ-ერთი, რომელსაც დიდი დრო დავუთმეთ. დისკუსია იყო ძალიან საინტერესო და კარგი, პირველ რიგში იმიტომ, რომ ხეობის მოსახლეობას ჰქონდა აქტიური კომუნიკაცია გარემოს დაცვის სამინისტროსა და ინვესტორთან, რომელიც ამ ჰესების მშენებლობით არის დაინტერესებული. მათ მიიღეს საკმაოდ დიდი ინფორმაცია, ჩვენი მხრივ კი ავუხსენით მოსახლეობას, რომ სახელმწიფოს ინტერესია გარემოსდაცვითი ღონისძიებები იყოს სრულად შესრულებული, კანონის ყველა მოთხოვნა იყოს დაცული და შემდგომშიც, ჰესების ექსპლუატაციის დროს მოხდეს ატიური მონიტორინგი,” - განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა.
ვიცე-პრემიერის თქმით, ჰესების გარდა კიდევ ბევრ საკითხზე იყო საუბარი, მათ შორის პროფესიულ განათლებაზე, საგზაო და სხვა სახის ინფრასტრუქტურულ პროექტებზე.
„არ ვიცოდი და ძალიან გამიხარდა, რომ საგრანტო პროგრამას „აწარმოე საქართველოში“ 187 ბენეფიციარი ჰყავს ხეობაში და 800 ათასი ლარითაა დაფინანსებული სხვადასხვა მიმართულების პროექტები. მჯერა, მომავალში ამ მიმართულებით აქტივობაც მეტი იქნება და ხელმისაწვდომობაც“ - აღნიშნა მაია ცქიტიშვილმა.
მსგავსი სიახლეები

31 მარ 2021სხვა
არჩილ თალაკვაძემ საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ხსოვნას პატივი მიაგო
31 მარ 2021სხვა
1991 წლის 31 მარტის ისტორიული რეფერენდუმის 30 წელითავი

18 მარ 2021სხვა
თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი
5 აპრ 2021კვირის გრაფიკი
კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...
უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარ 2021კვირის გრაფიკი
საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...
უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა
24 მარ 2021კვირის გრაფიკი
2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...
პოპულარული

ვარკეთილის ხევში პარკის რეაბილიტაცია იწყება
18 მარტი, 2021ინფრასტრუქტურა

რამდენად მნიშვნელოვანია ტურიზმის სფერო?
15 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

უცხოური ინვესტიციების დინამიკა
29 მარტი, 2021კვირის გრაფიკი

თბილისის მერის მოადგილის ბრიფინგი
18 მარტი, 2021სხვა

