13:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნავთობის ფასი გაიზარდა
კატარის სახელმწიფო ენერგო კომპანია საქართველოში ინვესტიციის განხორციელებას გეგმავს

სიახლეები

აშშ-მ ჩინეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში დავა მოუგო

 

აშშ-მ ჩინეთს მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში წარმოებული დავა მოუგო, რომელიც აშშ-დან ჩინეთის იმპორტირებულ მარცვლოვან პროდუქტებზე სატარიფო კვოტების დაწესებას ეხებოდა. 

 

ჟენევაში გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ამ სფეროში ჩინეთის მოქმედება წინააღმდეგობაში მოდის ორგანიზაციის წინაშე აღებულ ვალდებულებებთან, რაც გულისხმობს, რომ სატარიფო კვოტა უნდა იყოს ტრანსპარენტული და მოსალოდნელი და ეფუძნებოდეს სამართლიანობის პრინციპს. 

 

მიუხედავად ამისა, ამერიკულმა მხარემ ვერ დაარწმუნა სავაჭრო ორგანიზაცია, რომ ჩინეთმა ტარიფებისა და ვაჭრობის შესახებ 1994 წელს დადებული ხელშეკრულება დაარღვია.  სავაჭრო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ჩინეთი არღვევდა 2001 წლის პროტოკოლს, რომელსაც ორგანიზაციაში შესვლისას მოაწერა ხელი. 

 

ორგანიზაციის სავაჭრო წარმომადგენელმა ჟენევაში ჟურნალისტებს უთხრა, რომ ეს დავა ამერიკამ ჩინეთის წინააღმდეგ 2016 წლის 15 დეკემბერს წამოიწყო, ანონიმურობის პირობით. ჩინეთს აპელაციის შესატანად ახლა 20 დღე აქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას გარკვეული სანქციები დაეკისრება. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო ღონისძიებების სიმკაცრის ინდექსი

5 აპრ 2021კვირის გრაფიკი

კორონავირუსის საწინააღმდეგო სამთავრობო პოლიტიკის სიმკაცრის მიხედვით საქართველო ევროპის ქვეყნებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით ბოლო სამ თვეში...

უცხოური ინვესტიციების დინამიკა

29 მარ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველოში შემოსული 2020 წლის პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვნად ნაკლებია გასულ წლებთან შედარებით. საქსტატის მონაცემების მიხედვით, საქართველოში 617 მლნ აშშ...

უძრავი ქონების რეგისტრაციის დინამიკა

24 მარ 2021კვირის გრაფიკი

            2020 წლის დასაწყისში უძრავი ქონებების რეგისტრაციებმა მნიშვნელოვნად შემცირდა გასულ წლებთან შედარებით. საჯარო რეესტრის მონაცემებით, 2020 წლის პირველი ოთხი თვის პირველადი და...