21:59 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
Samsung სკანდალში გაეხვა - 2000 დოლარიანი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold რამდენიმე საათში ფუჭდება
რა პროდუქცია გააქვს საქართველოს ექსპორტზე?

სიახლეები

მამუკა ბახტაძე: გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი

 

სულ რამდენიმე წუთის წინ დასრულდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ბრიფინგი, სადაც მან ოფიციალურად წარადგინა ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე ნათია თურნავა.

 

აქამდე, როგორც მოგეხსენებათ, ამ პოსტს გიორგი ქობულია იკავებდა, ხოლო თურნავა მის მოადგილედ მუშაობდა.

 

მამუკა ბახტაძემ გიორგი საქმიანობა ძალზე პოზიტიურად შეაფასა:

 

"გუშინ მივიღე საკადრო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელმძღვანელის პოსტზე გიორგი ქობულიას მაგივრად დაინიშნა ნათია თურნავა.

 

გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი, პროფესიონალი, ანალიტიკოსი, მან შეძლო და ყველა იმ ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაში, რომელსაც აერთიანებს ეკონომიკის სამინისტრო, შექმნა განვითარების სტრატეგიები, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩვენ მომავალში გამოგვადგება.

 

აქვე მინდა გითხრათ, რომ ნათიასთან მე მაკავშირებს ერთობლივი მუშაობის მინიმუმ ათწლიანი გამოცდილება, თუ სწორად დავთვალე. როგორც კერძო, ასევე საჯარო სექტორში ნათია არის სერიოზული პროფესიონალი, ძალიან სერიოზული გამოცდილებით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების ტემპები და პროგნოზი

16 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            არსებული ტემპით ზრდის შემთხვევაში საქართველოში დღეს არსებული კოვიდის შემთხვევები ორ კვირაში თითქმის გაორმაგდება. OurWorldInData-ს მონაცემებით, საქართველოში 15 აგვისტოს...

ავტომობილების მფლობელობა და მშპ ერთ სულ მოსახლეზე

9 აგვ 2021კვირის გრაფიკი

            საქართველო ავტომობილების რაოდენობით 1000 მოსახლეზე მსოფლიოში 58-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკისა და სტატისტიკური ოფისების მონაცემებით, საქართველოში ავტომობილის რაოდენობა 1000...

ელისო ბოლქვაძემ ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი გვირგვინით შეამკო

6 აგვ 2021კვირის გრაფიკი

კულტურის კომიტეტის თავმჯდომარემ, ელისო ბოლქვაძემ ქართული ეროვნული საკომპოზიტორო სკოლის ფუძემდებლის, ქართველი კლასიკოსის, დირიჟორისა და საზოგადო მოღვაწის, ზაქარია ფალიაშვილის ძეგლი...