11:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
2019 წლის პირველ სამ თვეში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია
მამუკა ბახტაძე: გოგა ქობულია არის ძალიან ძლიერი ეკონომისტი

სიახლეები

Samsung სკანდალში გაეხვა - 2000 დოლარიანი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold რამდენიმე საათში ფუჭდება

 

სამსუნგის დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold, რომელიც მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი 1 კვირაში იქნება, უდიდეს სკანდალში გაეხვა. ექსპერტების შეფასებით, კომპანიის პრობლემები ახლა შეიძლება იმაზე სერიოზული აღმოჩნდეს, ვიდრე ეს ორი წლის წინ Galaxy note 7-ების მასობრივ აფეთქებებს მოჰყვა. 

 

საქმე იმაშია, რომ იქამდე, სანამ მოწყობილობის გაყიდვებს დაიწყებდა, სამხრეთ კორეულმა კომპანიამ სმარტფონები ვიდეობლოგერებსა და ტექნიკურ მიმომხილველებს გადასცა, რათა მათ თავისი აზრი დაეფიქსირებინათ. 

 

აღმოჩნდა, რომ ტელეფონის AMOLED ეკრანი ბლოგერთა უმეტესობას 2 დღეში გაუფუჭდა. თავად Samsung-ის მტკიცებით, ამ ეკრანს 200 ათასი გახსნა-დახურვის გაძლება შეუძლია, თუმცა პრაქტიკამ სულ სხვა რამ აჩვენა. 

 

მართალია, ზოგიერთმა ვიდეობლოგერმა ეკრანს შეცდომით გადააძრო გარე ფენა, რომელიც ძალიან ჰგავს ეკრანის დამცავს, რის შემდეგაც სმარტფონმა მუშაობა შეწყვიტა, თუმცა, მიუხედავაად ამისა,  ეს Galaxy Fold-ის ერთდერთი პრობლემა არ არის. 

 

სმარტფონის ეკრანები მარტივად დაზიანდა იმ მიმომხილველების ხელშიც, ვისაც დამცავი შრე არ დაუზიანებია. ჟურნალისტები, რომლებმაც პრობლემის შესახებ ინფორმაცია გაავრცელეს, არიან არხ MKBHD-ს მფლობელი მარკუს ბრაუნი, Bloomberg-ის ტექნიკური მიმომხილველი მარკ გურმანი, The Verge-ს თანამშრომელი დიტერ ბონი და ა.შ. 

 

Galaxy Fold გაყიდვაში 26 აპრილს ჩაეშვება და მისი ფასი 1980 აშშ დოლარიდან (მინიმალური კომპლექტაცია) დაიწყება. 

 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ეკონომიკა და ჯანმრთელობა მსოფლიოში

19 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

              საქართველოს მსოფლიო დიდ ქვეყნებს შორის კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის დაბალი მაჩვენებელი და მაღალი ეკონომიკური ვარდნა აქვს. არსებული მონაცემებით...

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            ერთ სულ მოსახლეზე სიმდიდრით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეორე ადგილზეა. Credit Suisse-ის მონაცემთა ბაზის მიხედვით საქართველოში სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე შეადგენს $12,609, რაც 12-ჯერ...

ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების და ხარჯების დინამიკა

5 ოქტ 2020კვირის გრაფიკი

            2020 წლის მარტის შემდგომ ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა საგრძნობი კლება განიცადა. თუ წლის პირველ სამ თვეში საგადასახადო შემოსავლების წლიური ზრდის ტემპი...

პოპულარული

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

სიმდიდრე ერთ სულ მოსახლეზე ევროპაში

12 ოქტომბერი, 2020კვირის გრაფიკი