18:40 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
მიულერის ანგარიშის ვრცელი ტექსტის გამოქვეყენებამ ახალი გარემოებები ვერ გამოავლინა
Samsung სკანდალში გაეხვა - 2000 დოლარიანი დასაკეცი სმარტფონი Galaxy Fold რამდენიმე საათში ფუჭდება

სიახლეები

2019 წლის პირველ სამ თვეში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია

 

ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის განცხადებით:

 

 „მიმდინარე წლის მარტის თვეში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  69.6 ათასი ტონა, რაც გასულ თვესთან შედარებით ნაკლებია 14,9 ათასი ტონით (84,5 ათასი ტონა).

 

მათ შორის, 2019 წლის მარტის თვეში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  37.4 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 32.2  ათასი ტონა.

 

სულ მიმდინარე წლის პირველი სამი თვის განმავლობაში საქართველოში ნავთობპროდუქტების (ბენზინი და დიზელის საწვავი) იმპორტმა შეადგინა  232.6 ათასი ტონა, რაც 9.9 ათასი (4,3%) -ით  ტონით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით. 

 

2019 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა  134,9  ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 97,6  ათასი ტონა.

 

საწვავის კატეგორიების მიხედვით 2019 წლის I კვარტლის განმავლობაში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: A-91 რეგულარი მარკის ბენზინი - 90,3 ათასი ტონა ანუ 66,9%;  A-95 პრემიუმი მარკის  ბენზინი - 42,9 ათასი ტონა ანუ 31,7%, A-98 სუპერი მარკის  ბენზინი - 1,8 ათასი ტონა ანუ 1,3%.

 

ქვეყნების მიხედვით 2019 წლის იანვარ-მარტის თვეების განმავლობაში ბენზინისა და დიზელის საწვავის  იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა განხორციელდა   რუსეთიდან - 69,9  ათასი ტონა, რაც მთელი იმპორტის  30%-ს შეადგენს. შემდეგ  მოდიან: რუმინეთი - 68,8 ათასი ტონა (29,6%), აზერბაიჯანი - 39,2 ათასი ტონა (16,8%), ბულგარეთი  - 27,9 ათასი ტონა (11,9%);   თურქმენეთი - 16,4 ათასი ტონა (7,0%); საბერძნეთი -  10,3 ათასი ტონა (4,4%), შვეიცარია - 0,09 ათასი ტონა (0,03%).

 

მიმდინარე წლის I კვარტალში საწვავის იმპორტის შემცირება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მოხდა  დიზელის საწვავის იმპორტის შემცირების ხარჯზე, რაც თავის მხრივ დაკავშირებულია ძირითადად საქართველოდან თურქეთში დიზელის საწვავის გადინების (სავსებით ლეგალურად) შემცირებასთან.  თუმცა აქვე უნდა ითქვას, რომ საწვავის მოხმარებაზე მიმდინარე წელს იმოქმედებს ისეთი ფაქტორები, როგორიცაა საქართველოში ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების იმპორტის მნიშვნელოვანი ზრდა.

 

ცნობისათვის: 2017 წელს იმპორტირებულ იქნა ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალების - 16 471 ერთეული, ხოლო 2018 წელს - 25 554 ერთეული, მიმდინარე წელს ეს ციფრი სავარაუდოდ კიდევ უფრო მაღალი იქნება, აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ჰიბრიდული ტიპის სატრანსპორტო საშუალებების ზრდამ უკვე მნიშვნელოვნად იმოქმედა  ბუნებრივი აირის (CNG) მოხმარების შემცირებაზე.

 

ასევე საწვავის იმპორტზე და მოხმარებაზე გავლენას ახდენს პერიოდული ტექნიკური ინპექტირების შედეგები,  რამაც გამოიწვია ბევრი ავტო სატრანსპორტო საშუალების დროებით ან მუდმივად გაჩერება.

 

ცნობისათვის: მიმდინარე წლის პირველი სამი თვის  განმავლობაში პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება  გაიარა: 249 019 ასს, აქედან გამართული იყო  - 136 277 ასს, დახარვეზდა  - 112 068 ასს, განმეორებით პერიოდული ტექნიკური ინსპექტირებაზე დახარვეზდა - 4 955 ასს.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ლარის კურსი სხვადასხვა უცხოური ვალუტის მიმართ?

12 აგვ 2019კვირის გრაფიკი

2019 წლის პირველ შვიდ თვეში ლარი ყველა სავაჭრო პარტნიორის ვალუტასთან გაუფასურდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემების მიხედვით. განსაკუთრებით მაღალი იყო გაუფასურება უკრაინულ...

როგორია საპროცენტო განაკვეთები ანაბრებზე საქართველოს ბანკებში?

5 აგვ 2019კვირის გრაფიკი

ხუთი ყველაზე მსხვილი ბანკის მონაცემები აჩვენებს რომ ანაბრების საპროცენტო განაკვეთები ლარში ვადიანობის გათვალისწინებით 7.7%-დან დაახლოებით 10%-ის ფარგლებში, ხოლო დოლარში 1.7%-დან 4%-ის...

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში და მსოფლიოში

29 ივლ 2019კვირის გრაფიკი

ინტერნეტის მომხმარებელთა რაოდენობა საქართველოში მსგავსი შემოსავლების მქონე ქეყნებთან შედარებით უფრო მაღალია. მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მოსახლეობის 60.5%-ს აქვს...

პოპულარული

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

მსოფლიოს ექვსი ყველაზე დიდი ეკონომიკა

22 ივლისი, 2019კვირის გრაფიკი