12:47 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ნათია თურნავა: ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა, გვაქვს კონკრეტული დავალებები
2019 წლის პირველ სამ თვეში საწვავის იმპორტი გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შემცირებულია

სიახლეები

მიულერის ანგარიშის ვრცელი ტექსტის გამოქვეყენებამ ახალი გარემოებები ვერ გამოავლინა

 

აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს სპეცპროკურორ რობერტ მიულერის მიერ შედგენილი ანგარიშის რედაქტირებული ვერსია გადასცა, დოკუმენტი ასევე გამოქვეყნდა სპეციალური პროკურორის ვებგვერდზე. 

 

პრესკონფერენციაზე, რომელიც 2 საათის განმავლობაში გრძელდებოდა, აშშ-ის იუსტიციის მინისტრმა და გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა კიდევ ერთელ გაახმოვანა უკვე ცნობილი ფაქტები: რომ დონალდ ტრამპი რუსეთთან შეთქმული არ ყოფილა, თუმცა რუსეთი აშშ-ის 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩაერია. 

 

ანგარიში მიულერმა ბარს მარტის ბოლოს გადასცა. მისი პრესკონფერენციოიდან გავიგეთ, რომ მიულერის გუნდმა ვერ შეძლო ტრამპსა და მოსკოვს შორის არსებული კავშირების კვალის აღმოჩენა. მეტიც, არჩევნებზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით რომელიმე ამერიკელსა და რუსეთს შორის შეთქმულების არავითრი ნიშნები არ გამოიკვეთა. 

 

კონგრესის დემოკრატი წევრები უკმაყოფილონი დარჩნენ. მათ არ მოსწონთ, რომ ბარმა თავად გააკეთა დასკვნა იმასთან დაკავშირებით, რომ ტრამპი ხელს არ უშლიდა მართლმსაჯულებას. 

 

მიულერმა ვერ შეძლო დაედგინა, ჩაიდინა თუ არა ტრამპმა ასეთი დანაშაული, როცა, მაგალითად, FBI-ს ხელმძღვანელი ჯეიმს კომი გაათავისუფლა დაკავებული თანამდებობიდან. დემოკრატები მიიჩნევენ, რომ კომი სწორედ ამ გამოძიების დაწყების გამო გაათვისუფლეს და გენერალურ პროკურორს ასეთი თამამი შეფასებები არ უნდა გაეკთებინა. 

 

ბარის თქმით, სპეციალურმა პროკურორმა მოკვლევა 10 სხვადასხვა ეპიზოდის გარშემო ჩაატარა და ვერცერთ შემთხვევაში ვერ დაადასტურა, რომ ტრამპი კანონის აღსრულებას ხელს უშლიდა. მიუხედავად ამისა, ბარმა განმარტა, რომ მისი და სპეციალური პროკურორის შეხედულებები განსხვავდება იმასთან დაკავშირებით, თუ რა არის "მართლმსაჯულებისთვის ხელის შეშლა". 

 

დემოკრატებს არ მოეწონათ ისიც, რომ ბარმა ანგარიში არასრული ფორმით გამოაქვეყნა და თანაც მაშინ, როცა წინ სააღდგომო შვებულებაა, რაც პროკურორის კონგრესში დაბარების პროცესს გაართულებს. დონალდ ტრამპი, თავის მხრივ, გამარჯვებას Twitter-ზე ზეიმობს და მიულერისა და დემოკრატების მიმართ ირნიულ მიკრობლოგებს არ იშურებს. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული