16:36 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 578 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
მამუკა ბახტაძე - „Standard&Poor’s“-ის მიერ საქართველოსთვის რეიტინგის გაუმჯობესება კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ ეკონომიკურ პოლიტიკაში სწორი პრიორიტეტები გვაქვს

სიახლეები

ნიუ-იორკელი მილიონერი ქალბატონი ქალაქში თუნუქის ქილებს აგროვებს

 

გუშინ გაზეთმა The New York Post გამოაქვეყნა ბრუკლინელი (აშშ) მილიონერის, ლიზა ფიეკოვსკის ისრტორია, რომელიც ქალაქის ქუჩებში დადის და თუნუქის ქილებს აგროვებს. 

 

ფიეკოვსკის ნიუ-იორკში 8 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების უძრავი ქონება აქვს. ის ჩიკაგოს უნივერსიტეტის ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრია. ლიზასთვის ქილების შეგროვება ჰობია, რაც, მისი თქმით, საზოგადოებისთვის სასარგებლოა, ხოლო მას ეხმარება, რომ არ მოდუნდეს. 

 

ლიზას მეზობლებსა და ნათესავებს მისი ჰობი არ მოსწონთ. ლიზა ფიეკოვსკი 60 წლისაა. ქალბატონი ქილებს უკვე 10 წელია აგროვებს და აცხადებს, რომ რამდენიმე საათში ამ გზით 20-30 დოლარს შოულობს. 

 

მას მოსწონს, რომ ასუფთავებს ქალაქს, ესაუბრება ადამიანებს და ცხოვრობს აქტიური ცხოვრების წესით. "ეს კარგი ფიზიკური აქტივობაა", - ამბობს მილიონერი. 

 

გარდა პირადი ქონებისა, ლიზას მეუღლეც საკმაოდ შემოსავლიანია - მისი ხელფასი წელიწადში 180 ათას აშშ დოლარს აჭარბებს. ლიზა წარსულში საბაზრო ანალიტიკოსად და საბირჟო მაკლერად მუშაობდა. 

 

"ჩემი ოჯახი თვლის, რომ ეს საშინელებაა, მე კი მიმაჩნია, რომ სახალისოა. ნიუ-იორკში ადრე ექსცენტრულობა პოპულარული იყო, ახლა კი ისინი ამბობენ: "ღმერთო, ეს რა ხდება!" სამწუხაროა...", - ამბობს უცნაური ჰობის მქონე ქალბატონი სააგენტოსთან. 

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

ინტერნეტის ღირებულება ევროპაში

21 სექ 2020კვირის გრაფიკი

       1GB მობილური ინტერნეტის ღირებულებით საქართველო ევროპაში ბოლოდან მერვე ადგილზეა. Cable.co.uk-ის მონაცემებით საქართველოში 1GB მობილური ინტერნეტის საშუალო ღირებულება შეადგენს $0.93, რაც...

განათლება ხარისხი ევროპაში

14 სექ 2020კვირის გრაფიკი

            განათლების საერთო ხარისხით საქართველო ევროპაში ბოლოდან მეოთხე ადგილზე იმყოფება. OWID-ის მონაცემებით საქართველოში განათლების ხარისხის ინდექსი 459.7-ს შეადგენს, რაც 10.5%-ით...

განათლების თაობათაშორისი მობილობა ევროპაში

7 სექ 2020კვირის გრაფიკი

         განათლების მობილობის ფარდობითი ინდექსით საქართველო ევროპაში 31-ე ადგილზეა. EqualChance-ს მონაცემებით საქართველოში აღნიშნული ინდექსი შეადგენს 0.449-ს, რაც ევროპის საშუალო...