18:42 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო
ნიუ-იორკელი მილიონერი ქალბატონი ქალაქში თუნუქის ქილებს აგროვებს

სიახლეები

I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 578 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

 

ტურიზმის ეროვნული ადმინისატრაციის ინფორმაციით, 2019 წლის I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა შეადგინა 578 მილიონი აშშ დოლარი, რაც 28 მილიონი აშშ დოლარით მეტია 2018 წლის I კვარტლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5%.

 

ასევე წინასწარი მონაცემებით, 2019 წლის მარტის თვეში, შემოსავლებმა საერთაშორისო მოგზაურობიდან 245 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 12 მილიონი აშშ დოლარით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე, ზრდა +5.3%.

 

საქსტატის დღეს გამოქვეყნებული მონაცემებით, 2019 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 2 807.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით ნაკლებია.

 

აქედან ექსპორტი 826.0 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს (12.8 პროცენტით მეტი), ხოლო იმპორტი 1 981.3 მლნ. აშშ დოლარს (4.7 პროცენტით ნაკლები). საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა, 2019 წლის იანვარ-მარტში, 1 155.3 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია.

 

ამავე პერიოდში ექსპორტი რეექსპორტის გარეშე, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 4.5 პროცენტით გაიზარდა და 553.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...