00:17 AM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
ეკონომიკის ახალი მინისტრი: გვაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით
I კვარტლის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურობიდან შემოსავალმა 578 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა

სიახლეები

საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

 

საქართველოს მთავრობამ დაიწყო საგანმანათლებლო პროგრამა ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის. საკითხი დღეს მთავრობის სხდომაზე განიხილება.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამუკა ბახტაძის განცხადებით, მიმდინარე წელს ამ პროგრამით ისარგებლებს 142 აბიტურიენტი ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებიდან. მთავრობის მეთაურის განმარტებით,  ისინი მომზადებას გაივლიან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში.

 

„ჩვენ გუშინ ავამოქმედეთ საპილოტე პროგრამა, რომელიც დარწმუნებული ვარ,  ძალიან წარმატებული იქნება.  მინდა ხაზი გავუსვა, რომ ახალგაზრდების განათლებას სრულად დავაფინანსებთ ჩვენ, მათ შორის საცხოვრებელ კომპონენტსაც. მსურს, ახალგაზრდებს და მათ მასწავლებლებს გადავუხადო დიდი მადლობა. თითოეული მასწავლებელი, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ჩვენს მომავალ თაობას აძლევს განათლებას, არის ნამდვილი გმირი", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

 

მთავრობის მეთაურის თქმით, აღნიშნული პროგრამა  სამშვიდობო ინიციატივის -„ნაბიჯი უკეთესი მომავლისკენ" შემადგენელი ნაწილია.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

როგორ შეიცვალა ცხოვრების დონე პოსტ-საბჭოურ ქვეყნებში უკანასკნელი 35 წლის განმავლობაში?

15 ივლ 2019კვირის გრაფიკი

1980 წლების ბოლოს საქართველოში ცხოვრების დონე გაცილებით მაღალი იყო ვიდრე ყველა საბჭოთა რესპუბლიკაში რუსეთის გარდა. თუმცა 1990-იანი წლების კირზისმა საქართველოს ეკონომიკაზე გამანადგურებელი...

როგორ გაუფასურდა ლარი წლის დასაწყისიდან?

8 ივლ 2019კვირის გრაფიკი

წლის პირველ ნახევარში თურქული ლირა და ლარი აშშ დოლართან მიმაღტებაში ყველაზე მეტად გაუფასურდნენ. ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარი დოლართან შედარებით 6.8%-ით გაუფასურდა, ხოლო თურქული ლირა...

ლიბრა და ბიტკოინი

1 ივლ 2019კვირის გრაფიკი

Facebook-ს მალე საკუთარი ვალუტა ექნება, ლიბრა, რაც ახალი ვალუტის სახელწოდებაა, შესაძლებელს გახდის Facebook-ის მომხმარებლებისათვის განახორციელონ გადარიცხვები და საქონლის და მომსახურების შეძენა...

პოპულარული