18:53 PM
0
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
შეადარე ოფიციალურ კურსს
Open with fade-slide animation
მიახლოების მოშორება
ვრცლად
საღამოს საკითხავი
საქართველოს მთავრობამ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ახალგაზრდებისთვის საგანმანათლებლო პროგრამა დაიწყო

სიახლეები

ეკონომიკის ახალი მინისტრი: გვაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით

 

ძალიან კარგად ვიცი, რა დიდი გამოწვევების წინაშე ვდგავართ, მათგან მთავარი გამოწვევა არის სიღარიბის დაძლევა,” - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, რომელიც მთავრობის სხდომის შემდეგ გაიმართა. აღნიშნულ სხდომას ნათია თურნავა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის რანგში პირველად დაესწრო.

 

„ჩვენ გვაქვს საკმაოდ დინამიური ეკონომიკური ზრდა. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი პროგრესი საერთაშორისო ფინანსური რეიტინგების თვალსაზრისით, გვაქვს არაჩვეულებრივი მიღწევები რეგიონში ეკონომიკური ინტეგრირების თვალსაზრისით. მაგრამ მთავარი, რასაც გავაკეთებთ, ესაა ქვეყნის ეკონომიკური ზრდის შედეგად მიღებული სიკეთის მიტანა თითოეული ოჯახამდე, მცირე და საშუალო ბიზნესამდე. სწორედ ეს დავალება მივიღე პრემიერ-მინისტრისგან,“ - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მადლობა გადაუხადა პრემიერ-მინისტრსა და მმართველ გუნდს გამოცხადებული ნდობისთვის. „ჩემთვის მართლაც ძალიან დიდი პატივია ის ნდობა, რაც გამომიცხადა მმართველმა გუნდმა და პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ. მე სათავეში ჩავუდექი ეკონომიკის სამინისტროს, რომელიც ჩემთვის უცხო უწყება არ არის,“ - განაცხადა მან.

 

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება სამომავლო გეგმებზე. „ძალიან მოკლე ვადა გვაქვს, რათა ძალიან ამბიციური გეგმები განვახორციელოთ. ჩვენ დავსახეთ სტრატეგიები და ამოცანები, ახლა მთავარია ამ სტრატეგიების ოპერატიული მართვა, ყველა ამოცანის დადგენილ დროში აღსრულება. მე ჩემი გამოცდილება, ჩემი მენეჯერული უნარი, რომელიც მრავალწლიან გამოცდილებას მოიცავს, მინდა ამ საქმეს მოვახმარო. ეს იქნება ჩემი კონტრიბუცია ჩვენი ერთიანი ეკონომიკური გუნდის საქმეში,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ.

მსგავსი სიახლეები

კვირის გრაფიკი

საქართველოში საშუალო განათლების ხარისხი გაუარესდა!

9 დეკ 2019კვირის გრაფიკი

გასულ კვირას გამოქვეყნებული ეკონომიკური განვითარების და თანამშრომლობის ორგანიზაციის კვლევების მიხედვით, ქართველ მოსწავლეთა საშუალო შეფასება გაუარესდა. ე.წ პიზას კვლევების მიხედვით...

რამდენად მაღალია ქართველი მამაკაცი?

2 დეკ 2019კვირის გრაფიკი

მამაკაცის საშუალო სიმაღლით საქართველო მსოფლიოს ქვეყნებს შორის 44-ე ადგილზეა. “WorldData”-ს მონაცემების მიხედვით საქართველოში მამაკაცის საშუალო სიმაღლე შეადგენს 175 სმ-ს, რაც აღემატება...

ბევრი მოხუცი, ცოტა ახალგაზრდა - საქართველოს დემოგრაფიული თავსატეხი

25 ნოე 2019კვირის გრაფიკი

საქართველო სერიოზული დემოგრაფიული პრობლემის წინაშეა. ის რომ ბოლო 30 წელიწადში საქართველოს მოსახლეობა საგრძნობლად შემცირდა ყველასთვის ცნობილია. თუმცა, მთავარი პრობლემა მდგომარეობს...